„პირველი პრიორიტეტი იქნება კანონით გათვალისწინებული ის შემთხვევები, როცა თვითდეკლარირებას ახდენს [ორგანიზაცია], მაგრამ თან უარზეა, რომ დარეგისტრირდეს. ასევე, თუ შემოვა წერილები, ამას ორგანიზაცია [საჯარო რეესტრი] უპასუხებს, არცერთ განცხადებას არ დავტოვებთ რეაგირების გარეშე...“ - თქვა მან. დავით დევიძე ამბობს, რომ 3 სექტემბრიდან რეესტრს „აგენტების კანონით“ რეაგირების ვალდებულება აქვს: „3 სექტემრიდან საჯარო რეესტრს აქვს ვალდებულება, რომ აწარმოოს მონიტორინგი. უნდა გამოიცეს ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი - მისი გამოცემისთვის არის 30 დღე და თუ უფრო რთული საკითხია, შეიძლება გაგრძელდეს სამ თვემდე ვადით მაქსიმუმ. გააჩნია საქმის გარემოებებს და შესაბამის ინფორმაციას, რისი დამუშავებაც ჩვენ მოგვიწევს“. ასევე ნახეთ ორგანიზაციათა დაახლოებით 1%-მა მიმართა „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლად“ დასარეგისტრირებლად საერთაშორისო პარტნიორების მოწოდების მიუხედავად, საქართველოს პარლამენტმა 28 მაისს დაძლია პრეზიდენტის ვეტო „აგენტების კანონზე“. ეს კანონი უცხოური გავლენის ინტერესების გამტარებლად აცხადებს ყველა არასამთავრობო და მედიაორგანიზაციას, რომლებიც ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორებისგან იღებენ დაფინანსებას. ასევე ნახეთ ბრძანება #1019 - ცნობილია, როგორ დაარეგისტრირებენ ორგანიზაციებს „აგენტების რეესტრში" კანონის განხილვა საკონსტიტუციო სასამართლოში გუშინ, 29 აგვისტოს დაწიყო. მოსამართლეებმა, პირველ რიგში, უნდა გადაწყვიტონ შეაჩერებენ თუ არა კანონის მოქმედებას, საკითხის განხილვის დასრულებამდე. კანონის მიღების შემდეგ, საქართველოს დახმარების ნაწილი უკვე შეუწყვიტეს ევროკავშირმა და აშშ-მ. აშშ-მ განუსაზღვრელი ვადით გადადო სამხედრო სწავლებაც. საქართველოს პარტნიორები აცხადებენ, რომ „აგენტების კანონი“ ხელს უშლის ქვეყნის ევროინტეგრაციას. ასევე ნახეთ „აგენტების კანონის“ წინააღმდეგ საკონსტიტუციო დავის პირველი დღე - მთავარი აქცენტები ე.წ. აგენტების კანონის თანახმად, ორგანიზაციები, რომლებიც დაფინანსების 20%-ზე მეტს უცხოელი დონორებისგან იღებენ, 2 სექტემბრამდე უნდა დარეგისტრირდნენ „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა რეესტრში“. საქართველოში მოქმედმა აქტიურმა არასამთავრობო და მედიაორგანიზაციებმა ჯერ კიდევ კანონპროექტის განხილვის დროს განაცხადეს, რომ არ დარეგისტრირდებიან „ღირსების შემლახავ რეესტრში“. საკონსტიტუციო სასამართლოში განსახილველი ოთხი სარჩელიდან ერთის ავტორი სწორედ, 122 არასამთავრობო და მედიაორგანიზაციაა. თუ მონიტორინგმა გამოავლინა, რომ ორგანიზაცია აკმაყოფილებს კანონით „კრიტერიუმებს“, მაგრამ მან „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად“ რეგისტრაციას თავი აარიდა, სააგენტო მას რეესტრში თავად არეგისტრირებ...