"ფაშისტური ბულინგი ნებისმიერის მიმართ მიუღებელია! ხელები შორს ორგანიზაცია “სირცხვილიასგან”. “სირცხვილიას” ბულინგიც სირცხვილია!" - წერს მდინარაძე ფეისბუკგვერდზე. три ვიდეომიმართვაში, რომელიც მოძრაობა "სირცხვილიამ" 30 აგვისტოს გაავრცელა, ორგანიზაციის წევრები გადაწყვეტილების მიზეზებზე საუბრობენ და განმარტავენ, რომ ისინი ამ ფორმით გააგრძელებენ სამომავლო საქმიანობას. ვიდეოში „სირცხვილიას“ აღმასრულებელი დირექტორი, გიორგი მჟავანაძე ამბობს, რომ ვინაიდან კანონის ახალი რედაქციით "აგენტის" სტატუსი კანონში გათვალისწინებული არ არის, ამიტომ, მისივე აზრით, რეგისტრაცია ან არ რეგისტრაცია არ განაპირობებს, აგენტის სტატუსს მიიღებს თუ არა ორგანიზაცია: "ეს უკვე დამოკიდებულია ხელისუფლების პროპაგანდაზე, ყველა, მიუხედავად იმისა, გაივლის თუ არა რეგისტრაციას და ვინ უარს იტყვის მასზე, ხელისუფლებისთვის ისედაც ყველა აგენტი იყო და ასე იქნება შემდეგშიც". როგორც ის განმარტავს, რეგისტრაცია გადაწყვიტეს, რადგან ორგანიზაცია შენარჩუნებულიყო და ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს მზად დახვედროდნენ, ასევე არ გადაეხადათ ჯარიმები ხელისუფლების სასარგებლოდ. три საერთაშორისო პარტნიორების მოწოდების მიუხედავად, საქართველოს პარლამენტმა 28 მაისს დაძლია პრეზიდენტის ვეტო „აგენტების კანონზე“. ეს კანონი უცხოური გავლენის ინტერესების გამტარებლად აცხადებს ყველა არასამთავრობო და მედიაორგანიზაციას, რომლებიც ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორებისგან იღებენ დაფინანსებას. „აგენტების კანონის“ გასაუქმებლად საკონსტიტუციო სასამართლოში 4 სარჩელია შესული: ერთი პრეზიდენტის, მეორე იმ არასამთავრობო და მედიაორგანიზაციების, რომლებსაც ეს კანონი ეხებათ, მესამე - ოპოზიციური პარტიების, მეოთხე კი - მედიის. ...