ირანის პოლიციის ხელმძღვანელობამ 30 აგვისტოს განაცხადა, რომ მისმა თანამშრომლებმა გამოავლინეს "სიბრაზის კონტროლის ნაკლებობა" დაკავებული პირის მიმართ მოპყრობისას, რომელიც ჩრდილოეთ გილანის პროვინციაში საპატიმროში გარდაიცვალა ამ კვირის დასაწყისში. ადამიანის უფლებადამცველი ჯგუფი Hengaw-ი იტყობინება, რომ მოჰამად მირმუსავს პოლიციამ სასტიკად სცემა ქალაქ ლანგარუდში, 24 აგვისტოს მისი დაკავების შემდეგ. 36 წლის კაცი, რომელიც ქუჩის ჩხუბის გამო დააკავეს, სამი დღის შემდეგ გარდაიცვალა. პოლიციის სისასტიკის გამო ბრალდებებს მოჰყვა ირანის პრეზიდენტის, მასუდ ფეზეშქიანის ბრძანება, გამოიძიონ მომხდარი. პოლიციის ხელმძღვანელობამ განაცხადა, რომ მირმუსავსა და პოლიციელებს შორის "დაპირისპირება" გახდა მისი სიკვდილის მიზეზი. ასევე ნახეთ 2023 წლის ცუდი ამბები - ომი, თავდასხმები, რეპრესიები ...