რუსეთში, კამჩატკაზე, გაუჩინარდა ვერტმფრენი MI-8, რომლის ბორტზეც 22 ადამიანი იმყოფებოდა. მათ შორის, 19 მგზავრი და ეკიპაჟის სამი წევრი. ინფორმაციას „როსავიაცია“ ავრცელებს. სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, ვერტმფრენში, სავარაუდოდ, ტურისტები იმყოფებოდნენ. ეს მონაცემები, ამ ეტაპზე, მოწმდება. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ვერტმფრენი იმ დროს გაუჩინარდა, როდესაც ის სოფელ ნიკოლაევკა ელიზოვსკის მიმართულებით მიფრინავდა. „ვერტმფრენი ასრულებდა ფრენას ვულკან ვაჩკაჟეცის რაიონის მოედნიდან ნიკოლაევკის მოედნის მიმართულებით. მაგრამ დათქმულ დროს, დაახლოებით 07:15 საათზე, ვერტმფრენის ეკიპაჟი კონტაქტზე არ გამოვიდა“, - ნათქვამია „როსავიაციის“ განცხადებაში. გამოძიება დაიწყო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოებისა და საჰაერო ტრანსპორტის ექსპლუატაციის წესების დარღვევის მუხლით. ...