საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის განმწესრიგებელი სხდომის მესამე დღეს, რომელზეც ე.წ. აგენტების საქმეს განიხილავენ, ენათმეცნიერ მარინა ბერიძეს უსმენენ. ის პროცესზე ერთ-ერთი მოსარჩელე მხარის, 122 არასამთავრობო და მედიაორგანიზაციის მიწვევით იმყოფება. შეკითხვაზე, საზოგადოებაში, როგორ აღიქმება „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“, მარინა ბერიძემ უპასუხა, რომ ამ ტიპის შესიტყვება მხოლოდ უარყოფით, მძიმე, შემაშინებელ ეფექტს იძლევა. „ინტერესების გამტარებელი, თუ მას არ დავუმატეთ რაიმე დადებითი მნიშვნელობის სიტყვა, ის ვერ ინარჩუნებს დადებით მნიშვნელობას... ინტერესების გამტარებელი აუცილებლად უნდა იყოს ვიღაცის ან რაღაცის ინტერესების გამტარებელი“, - თქვა მან. ენათმეცნიერმა დაამატა, რომ ტერმინი იმით განსხვავდება ჩვეულებრივი სალექსიკონო სიტყვისგან, რომ ის არ უნდა იწვევდეს გაურკვევლობას, არ უნდა სჭირდებოდეს დამატებითი განმარტებები. „რიგითი ქართველისთვის ეს ტერმინები არის მხოლოდ მტრული ორგანიზაციის მონიშვნის საშუალება“, - აღნიშნა ბერიძემ და განმარტა, რომ ეს არ არის მხოლოდ მისი აღქმა და დამყარებულია ემპირიული მასალის კვლევაზე. renderExternalContent("https://www.youtube.com/embed/ppHZzHaMMW4?&&&fs=1&enablejsapi=1") მარინა ბერიძემ უპასუხა ტერმინ აგენტის შესახებ დასმულ შეკითხვასაც. მისი თქმით, კანონპროექტის თავდაპირველ ვერსიაში აღნიშნული „აგენტის“ შეცვლის („უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით“) შემდეგ, მისი ფუნქცია არსად წასულა და დარჩა კანონის ირგვლივ გამართულ დისკურსში. „კიდევ უფრო მეტი ცუდი საქმე გააკეთა ამ ტერმინმა, „აგენტმა“, „გამტარებელს“ შეიძლება, კიდევ შეენარჩუნებინა ნეიტრალური მნიშვნელობა, რომ არ გამხდარიყო ის „აგენტის“ სინონიმი... ჩვენი ნება არ არის, რას ავსახავთ და რას არა ენაში, წელიწად-ნახევრის განმავლობაში კი არა, მე ძალიან დიდი ეჭვი მაქვს, რომ „გამტარებელს“ ძალიან დიდი ხნის განმავლობაში დარჩება აგენტის სტატუსი, - თქვა ბერიძემ და ილია ჭავჭავაძის სიტყვის პერიფრაზი მოიხმო, - „კაცს კაცი აღარ ჰქვია თუ კაცური არ დავამატეთ“ - აგენტს დაზღვევის არ ჰქვია, თუ არ დავამატეთ დაზღვევის“. ასევე ნახეთ "ხშირად გავიგონებთ: რა უცხო სამკაულია" - პარლამენტის წარმომადგენელი "უცხო ძალის ინტერესების გამტარებელს" განმარტავს საკონსტიტუციო სასამართლოში „აგენტების კანონის“ წინააღმდეგ ოთხ სარჩელს განიხილავენ: პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ კანონის სხვადასხვა მუხლი არღვევს პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებას; პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებას; ინფორმაციის, მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა თავისუფლების უფლებას; მთლიანი კანონი კი ეწინააღმდეგება ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციაზე ჩანაწერს. 122 მოსარჩელე, რ...