სულ მცირე, ექვსი ადამიანი დაშავდა პარასკევს საღამოს დანით თავდასხმის დროს სამგზავრო ავტობუსში, რომელიც მიემართებოდა დასავლეთ გერმანიის ქალაქ ზიგენში (ჩრდილოეთი რაინ-ვესტფალია) დაგეგმილ ფესტივალზე. დაშავებულებიდან სამი კრიტიკულ მდგომარეობაშია. გერმანული მედიის ცნობით, დაკავებულია 32 წლის ეჭვმიტანილი. პოლიციის წარმომადგენელმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ინციდენტის მოტივების მიმდინარე ძიების პროცესში ტერორისტული თავდასხმის ნიშნები არ გამოკვეთილა. არაერთი საინფორმაციო სააგენტოს ინფორმაციით, დაკავებულს, დიდი ალბათობით, ფსიქიკური აშლილობა აქვს. თავდასხმის მომენტში ავტობუსში დაახლოებით 40 ადამიანი იმყოფებოდა. გაზეთი Siegener Zeitung-ი წერს, რომ მძღოლმა ავტობუსი მომხდარისთანავე გააჩერა. ამან მგზავრებს საშუალება მისცა, სწრაფად დაეტოვებინათ სალონი. ქალაქი ზიგენი კიოლნიდან დაახლოებით 75 კილომეტრში მდებარეობს. ამ შაბათ-კვირას ქალაქი თავის 800 წლის იუბილეს აღნიშნავს. ზიგენში მომხდარი ინციდენტის ფონია ასევე ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის ქალაქ ზოლინგენში 23 აგვისტოს დანით მომხდარი თავდასხმა, ქალაქის 650 წლის იუბილესთან დაკავშირებით. ამ თავდასხმის დროს სამი ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაშავდა. ასევე ნახეთ გერმანიის ქალაქ ზოლინგენში სამი პირია მოკლული და რამდენიმე დაჭრილი ამ საქმეზე 26 წლის სირიელი მკვიდრი დააკავეს. ის თავად გამოცხადდა პოლიციაში. გერმანული მედიის ცნობით, სირიელს გერმანიიდან გასულ წელს მიუსაჯეს დეპორტაცია მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ მას თავშესაფარზე უარი უთხრა. ეჭვმიტანილი ექვსი თვის განმავლობაში იმალებოდა, რათა დეპორტაცია თავიდან აეცილებინა. ასევე ნახეთ თურქეთში 18 წლის ახალგაზრდამ დანით თავდასხმის შედეგად ხუთი ადამიანი დაჭრა ...