საინტერნეტო შეტყობინებების აპლიკაციის, „ტელეგრამის“ თანადამფუძნებელმა პაველ დუროვმა, პარიზში დაკითხვის დროს თქვა, რომ იგი თანამშრომლობდა საფრანგეთის სპეცსამსახურებთან. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა "ლიბერასიონი" ავრცელებს ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით. გამოცემის ცნობით, დუროვი კონტაქტში იყო საფრანგეთის შიდა უსაფრთხოების მთავარი დირექტორატის (DGSI) კონტრდაზვერვის წარმომადგენლებთან. სპეცსამსახურთან კომუნიკაციისთვის მან სავარაუდოდ გახსნა ოფიციალური საკომუნიკაციო არხი "ცხელი ხაზით და სპეციალური ელექტრონული ფოსტის მისამართით." როგორც „ლიბერასიონის“ წყარო წერს, ამ კომუნიკაციის წყალობით, საფრანგეთის საიდუმლო სამსახურმა რამდენიმე ტერორისტული თავდასხმის თავიდან აცილება შეძლო. გამოცემის თანამოსაუბრემ თქვა, რომ დუროვი დუბაიში შეხვდა DGSI-ს წარმომადგენლებს. თუ როდის, ეს არ არის მითითებული. ამ შეხვედრის დროს, დუროვს ური უთქვამს „სამხედრო საიდუმლოს შემცველი ინფორმაციის გამჟღავნებაზე." ასევე უცნობია, თუ რა სახის ინფორმაციას შეეხებოდა საუბარი. „ლიბერასიონი“ წერს, რომ დაკავების შემდეგ, დუროვმა უსაფრთხოების ძალებს გადასცა თავისი მობილური ტელეფონი და მასზე წვდომის კოდი, და ასევე განაცხადა, რომ მზად არის თანამშრომლობისთვის. 39 წლის დუროვი კვირას დააკავეს პარიზის ლე ბურჟეს აეროპორტში. დაკავების მიზეზია ის, რომ ტელეგრამი არასაკმარისად აკონტროლებს თავის არხებს, რომლებსაც კანონსაწინააღმდეგო მიზნებისთვის იყენებენ ხოლმე. 80-საათიანი წინასწარი პატიმრობიდან ის 28 აგვისტოს გაათავისუფლეს. დუროვის წინააღმდეგ გამოძიება ახლა 12 მუხლით მიმდინარეობს. მათ შორისაა: ორგანიზებული ბანდების მიერ არასრულწლოვნების პორნოგრაფიული ხასიათის სურათების გავრცელებაში, ნარკოტრეფიკინგში, თაღლითობასა და დანაშაულებრივ შეთქმულებაში თანამონაწილეობა „ტელეგრამზე“ ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფებისთვის უკანონო ტრანზაქციების დაშვება უარი სამართალდამცავ უწყებებთან თანამშრომლობაზე დუროვის დაცვის მხარე ბრალდებებს უარყოფს. ასევე ნახეთ ბავშვთა პორნოგრაფიის და კრიმინალის ხელშეწყობა - რას ედავება პაველ დუროვს საფრანგეთი პაველ დუროვს, რომლის ქონებაც 15 მილიარდ ევროდაა შეფასებული, მსოფლიოს ყველაზე გავლენიან ადამიანებთან ჰქონდა ურთიერთობა. მათ შორის იყო საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი. ფრანგული გაზეთი Le Monde-ი იუწყება, რომ გაპრეზიდენტების შემდეგ ემანუელ მაკრონი რუს ბიზნესმენს რამდენჯერმე შეხვდა. ასევე ნახეთ Telegram-ის დამფუძნებელ პაველ დუროვს საფრანგეთში სასამართლო ზედამხედველობა დაუწესეს ...