ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. სახელმწიფო უშიშროების სამსახური ინფორმაციას ავრცელებს დაკავებული საქართველოს მოქალაქის დაუჯარიმებლად გათავისუფლების შესახებ. დე ფაქტო უწყების ცნობით, 17 წლის გოგო 31 აგვისტოს დააკავეს „საზღვრის უკანონოდ კვეთისთვის ლენინგორის (ახალგორის) რაიონის დასახლებულ პუნქტ ამძარინთან”. უწყების მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ დაკავებული 1 სექტემბერს გაათავისუფლეს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით. ამჟამად ცხინვალის ციხეში უკანონო პატიმრობაში იმყოფება საქართველოს 8 მოქალაქე. ...