ავღანეთში ადამიანის უფლებების საკითხზე გაეროს საგანგებო მომხსენებელი, რიჩარდ ბენეტი ამბობს, რომ კატარში ჩავიდა, რათა შეხვედრები გამართოს ავღანელი კაცების და ქალების "სხვადასხვა ჯგუფთან", ისევე, როგორც მთავრობის წარმომადგენლებთან - და მოისმინოს ცნობები ავღანეთში არსებულ სიტუაციაზე. ავღანეთის დე-ფაქტო მმართველმა ძალამ, თალიბანმა, ბენეტს ავღანეთში შესვლა გასული თვის ბოლოს აუკრძალა და მას "პროპაგანდის გავრცელებაში" დასდო ბრალი. ბენეტი გაეროს ამ თანამდებობაზე 2022 წლის მაისში დაინიშნა და მას შემდეგ რამდენჯერმე ჩავიდა ავღანეთში. ის თალიბანს ბრალს სდებდა ადამიანის უფლებების დარღვევაში, განსაკუთრებით გოგონებთან და ქალებთან მიმართებით. ასევე ნახეთ თალიბებმა ციხეში აწამეს და გააუპატიურეს ავღანელი უფლებადამცველი ქალი, რომელმაც წამების ვიდეო ჟურნალისტებს გადასცა-მედია ...