აშშ-ის ექსპრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, მას აქვს გეგმა, რომელიც "გარანტირებულად" დაასრულებს ომს უკრაინაში - მაგრამ ამ გეგმას მხოლოდ მაშინ გაამხელს, თუკი ნოემბერში საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვებს. ტრამპი - რესპუბლიკელების კანდიდატი - მხარდაჭერის მაჩვენებლებით მჭიდრო მეტოქეობაშია დემოკრატების კანდიდატთან, კამალა ჰარისთან. ტრამპმა ერთ-ერთ პოდკასტში საუბრისას 3 სექტემბერს თქვა, რომ თუ გაიმარჯვებს, იგი "უზრუნველყოფს შეთანხმებას - გარანტირებულად". ტრამპის თქმით, მას ამ გეგმის ახლა გამხელა არ შეუძლია, რადგან ამ შემთხვევაში გეგმა წარუმატებელი იქნება. ჰარისმა ტრამპი გააკრიტიკა მისი განცხადებისთვის - რომ პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში რამდენიმე დღეში დაასრულებს უკრაინის ომს, გეგმის დაკონკრეტების გარეშე. ასევე ნახეთ „ვფიქრობ, ეს ტრამპის არასწორი წაკითხვაა“ - რას ამბობენ ამერიკელი ექსპერტები საქართველოზე ...