„ქართული ოცნების“ ინიცირებული „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მე-2 მოსმენით, 84 ხმით, ერთხმად მიიღეს. ამნისტიის შედეგად, დაახლოებით 1000 ადამიანი დაუყოვნებლივ გათავისუფლდება, ხოლო 4 800-მდე ადამიანს სასჯელი სხვადასხვა ვადით შეუმცირდება (1/2-ით, 1/4-ით და 1/6-ით). 7000-მდე პრობაციონერს კი ვადა არანაკლებ ერთი წლით შეუმცირდება. ამნისტია სისხლის სამართლის კოდექსის 290-ზე მეტი მუხლის სასჯელისგან სრულად ან ნაწილობრივ გათავისუფლებას ითვალისწინებს. ის ვრცელდება 2024 წლის 1 ივლისამდე ჩადენილ დანაშაულებზე. ამნისტია არ შეეხება მკვლელობისთვის ნასამართლევ პირებს, ნარკორეალიზატორებს, სქესობრივ დანაშაულებს, ყაჩაღობას, ტერორიზმს, კორუფციულ და სამოხელეო დანაშაულებს, ქურდულ სამყაროს, კონვენციურ დანაშაულებს და სხვა მძიმე და განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულებს. კანონპროექტის მე-3, საბოლოო კენჭისყრაზე დამტკიცებას პარლამენტი სექტემბრის ბოლომდე გეგმავს. ასევე ნახეთ „ამნისტიით ხელს ვერავინ მოითბობს“ - კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღეს ასევე ნახეთ პარლამენტმა „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტი მე-2 მოსმენით განიხილა ასევე ნახეთ „მკვდარი მუხლები და ამნისტიის მირაჟი“ - პატიმრების ოჯახები მასშტაბურ ამნისტიას ითხოვენ ...