4 სექტემბერს საღამოს თბილისში გლდანში, ადმინისტრაციული წესით დაკავებული ირაკლი ნადირაძე, 5 სექტემბრის გვიან ღამით ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს. "ყველანაირი ახსნა-განმარტების გარეშე დამაკავეს. ჯერ მეუბნებოდნენ, რომ დაკავებული არ ვიყავი, ელოდებოდნენ მითითებებს, მერე კი გადამიყვანეს კონკრეტულ შენობაში და ხელწერილით გამოგვიშვეს, ალბათ იქნება ჩვენი სასამართლო პროცესი და ჩაგვსვამენ ალბათ ორი კვირით ან დაგვაჯარიმებენ, როგორც ეს "ქართულ ოცნებას" სჩვევია", - თქვა ირაკლი ნადირაძემ მედიასთან საუბარში გვიან ღამით. მის დაკავებას წინ უსწრებდა „ნაციონალური მოძრაობის“ საკრებულოს წევრის ირაკლი ეძგვერაძის დაკავება. ის თავის სახლის სიახლოვეს დააკავეს. როგორც მოგვიანებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ განმარტა ის დააკავეს ადმინისტრაციული წესით, პოლიციელებისთვის სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაში ხელშეშლისთვის. "შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები ასრულებდნენ სამსახურებრივ მოვალეობას, "კერძოდ საგამოძიებო მოქმედებას ნარკოდანაშაულთან დაკავშირებით, რა დროსაც მათ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაში ხელი შეუშალა მოქალაქე ირაკლი ეძგვერაძემ, რომელსაც არანაირი შეხება არ ქონდა საგამოძიებო მოქმედებასთან". ასევე ნახეთ ენმ-ის საკრებულოს დეპუტატი ირაკლი ეძგვერაძე დააკავეს ირაკლი ეძგვერაძის დაკავებასთან დაკავშირებით, მისი ადვოკატი წინასწარი დაკავების იზოლატორთან პრესკონფერენციას გეგმავს. საკრებულოს დეპუტატს "ნაციონალური მოძრაობიდან" ირაკლი ეძგვერაძეს გასულ, 2023 წლის 22 სექტემბერს თავს დაესხნენ, შემთხვევა მას შემდეგ მოხდა, რაც დედაქალაქის საკრებულოს სხდომაზე „ქართული ოცნების" დეპუტატი კოტე ზარნაძე და „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი ირაკლი ეძგვერაძე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ, რაც შეხლა-შემოხლაში გადაიზარდა. როგორც ენმ-ის წევრები ამბობენ, სწორედ ამის გამო დახვდნენ სახლთან ირაკლი ეძგვერაძეს. მაშინ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, რომ საკრებულოს ოპოზიციონერ წევრ ირაკლი ეძგვერაძეზე თავდასხმასთან კავშირი არც მას არ აქვს და არც გლდანის მაჟორიტარ დეპუტატ კოტე ზარნაძეს. ...