გაეროს ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელი, რაფაელ როსი, რომელმაც უკრაინაში ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური მოინახულა 4 სექტემბერს, თვლის, რომ საჭიროა გამაცივებელი კოშკის დემონტაჟი, რომელიც ძლიერად დაზიანდა გასულ თვეში ხანძრის გამო. როსიმ ამის შესახებ განაცხადა უკრაინის ტერიტორიაზე მდებარე, რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი ატომური ელექტროსადგურის მონახულებისას 4 სექტემბერს. „დღემდე ვერ მივაღწიეთ იმ პუნქტს, მაღლა კოშკზე, რათა უკეთ შევძლოთ დაზიანების დონის შეფასება“ - აცხადებს როსი, ვიდეო ჩანაწერში, რომელიც მან X-ით გაავრცელა. „არ შეიძლება ამ დიდი ნაგებობის მომავალში გამოყენება, ამიტომ, ალბათ რაღაც მომენტში მოხდება მისი დემონტაჟი““ თქვა როსიმ. ასევე ნახეთ მსხვერპლია დნეპრსა და ზაპოროჟიეში სარაკეტო თავდასხმის შემდეგ ასევე ნახეთ IAEA-ის ხელმძღვანელი უკრაინაში ჩადის, ზაპოროჟიეს ბირთვული სადგურის შესახებ შეშფოთების ფონზე ...