უკრაინის უმაღლესმა რადამ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე ანდრეი სიბიგა დაამტკიცა. მინისტრის ყოფილი მოადგილის ახალ თანამდებობაზე დანიშვნას მხარი 258-მა დეპუტატმა დაუჭირა. მანამდე რადამ დააკმაყოფილა საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობიდან გადაგომის თხოვნით, დმიტრო კულებას განცხადება. ასევე ნახეთ რადამ კულებას გადაყენებას მხარი დაუჭირა ანდრეი სიბიგა, კარიერული დიპლომატია. მუშაობდა საგარეო საქმეთა სამინისტროში სხვადასხვა თანამდებობაზე, 2016 წლიდან 2021 წლამდე იყო უკრაინის ელჩი თურქეთში, შემდეგ კი (2021-2024 წწ.) ეკავა პრეზიდენტის აპარატის უფროსის მოადგილის თანამდებობა. კურირებდა საგარეო პოლიტიკის საკითხებს. ასევე ნახეთ კულება და სხვა მინისტრები მიდიან - რა ხდება უკრაინის მთავრობაში? ...