რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა გამოცემა РБК-სთან ინტერვიუში ოკუპირებული აფხაზეთისთვის დაფინანსების შეჩერებაზე საუბრისას განაცხადა, რომ ეს არაა გამწვავება, არამედ საუბარია „ბალანსის დაცვაზე იმ ვალდებულებებში, რომელიც ორი ქვეყნის მთავრობებმა იკისრეს“. „ამას არ ვუწოდებდი გამწვავებს, რომ დავუბრუნდეთ თემას, რომელზეც ახლახან ვსაუბრობდით: ეს მიღწეული შეთანხმებების შესრულებაა. არის შეთანხმებების პაკეტი, რომელიც სანქცირებულია პრეზიდენტების მიერ, დამტკიცებულია ორი ქვეყნის მთავრობების მიერ და ამ შეთანხმებების შესაბამისად, რომლებიც რატიფიცირებულიც კია ორივე პარლამეტის მიერ, თითოეულ მხარეს აქვს თავისი ვალდებულებები, და ჩვენი აფხაზი მეგობრები ამას მშვენივრად ხვდებიან“, - თქვა ლავროვმა. მისი სიტყვებით, აგვისტოს დასაწყისში, როცა „აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრს“ სერგეი შამბას თანამდებობაზე დაბრუნება მიულოცა, შესთავაზა მისთვის ნებისმიერ ხელსაყრელ დროს რუსეთში სტუმრობა. ასევე ნახეთ შამბა: მზადაა ხალხი შემოიჭიროს ქამრები და იცხოვროს, როგორც ბლოკადის დროს? „დარწმუნებული ვარ, უახლოეს დღეებში, კვირებში შევძლებთ ამ შეხვედრის ორგანიზებას. რა თქმა უნდა, ჩვენი სხვა უწყებები, სოხუმში თავიანთ კოლეგებთან შესაბამის სამუშაოს აწარმოებენ. მაგრამ მთავარია, კიდევ ერთხელ - ყველ მიღწეული შეთანხმების შესრულება - პრეზიდენტების მიერ დამტკიცებულის“, - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა. ასევე ნახეთ შამბამ დაადასტურა, რომ რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა როგორც მანამდე გახდა ცნობილი, რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს 1 სექტემბრიდან სოციალური დაფინანსება შეუჩერა, რომლითაც ანაზღაურებას იღებდნენ მასწავლებლები, ექიმები და სამართალდამცველი უწყებების თანამშრომლები. შემოდგომასა და ზამთარში რუსეთი დე ფაქტო რესპუბლიკას ელექტოენერგიასაც კომერციული ფასით მიაწვდის. ასევე ნახეთ არჩევნების მოლოდინში - რა ვერ აამა ასლან ბჟანიამ კრემლს ...