ჭიათურის სოფელ შუქრუთის კოროხნალის მაღაროსთან ექვსი თვის განმავლობაში მიმდინარე აქციების მონაწილეები, შპს „მაღაროელში“ დასაქმებული მიწისქვეშა უბნის ცვლის უფროსი გიორგი ცარციძე, რკინიგზელი მალხაზ ლაბაძე და მებიგე (მუშა, რომელიც მაღაროს ჭერსა და კედლებს ბიგებით ამაგრებს.) რომან მეგრელიშვილი სამსახურიდან დაითხოვეს. გათავისუფლებულებს 6 სექტემბერს ჩაბარდათ, კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის“ ქვეკონტრაქტორი შპს „მაღაროელის“ ბრძანება. როგორც შპს „მაღაროელის“ დირექტორის ზურაბ ბაძგარაძის ბრძანებაში წერია, დასაქმებულმა "ჩაიდინეს ქმედება, რომელიც მიმართულია კომპანიის სამუშაო პროცესის შეფერხებისა და ზიანის მიყენებისთვის", რაც შრომითი ხელშეკრულებითა და შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულებების უხეში დარღვევაა. ასევე ნახეთ ჭიათურაში სამმა შუქრუთელმა ამოიკერა პირი - სხვებმა შიმშილობა დაიწყეს სამსახურიდან გათავისუფლების მოტივი კატეგორიულად მიუღებელია რომან მეგრელიშვილისთვის, რომელიც კოროხნალის მაღაროში ორი წელია მუშაობს, მანამდე ის 19 წელი წიაღისეულის გადამზიდ საბარგო საბაგიროზე მუშაობდა. რომან მეგრელიშვილის თქმით, მარტიდან სოფელ შუქრუთში, შუქრუთისა და კოროხნალის მაღაროების პიკეტირების შემდეგ, სამუშაოდ დარკვეთის მაღაროში გადაიყვანეს. მეგრელიშვილი ამბობს, რომ კომპანიის წარმოამდგენელება მას პროტესტისთვის თავის დანებება არაერთხელ ურჩიეს, „თორემ პრობლემები შეგექმნებაო" "რამდენიმე თვის წინ ცოლმა ოპერაცია გაიკეთა და კუთვნილი შვებულება ვითხოვე და არ მომცეს, არც უფასო შვებულებაში გამიშვეს. სამსახური მაინც არ გამიცდენია. ორი დღე ვმუშაობდი, ორი დღე ვისვენებდი, თავისუფალ დროს მივდიოდი აქციაზე“, - ამბობს რომან მეგრელიშვილი. მისთვის გაუგებარია კომპანიის გადაწყვეტილება რადგან 2 და 3 სექტემბერს მუშაობდა და 7 სექტემბრიდან კუთვნილ შვებულებაში უნდა გასულიყო, რისთვისაც 5 სექტემბერს განცხადებაც დაწერა, თუმცა იმავე საღამოს დაურეკეს და გათავისუფლების შესახებ აცნობეს, ამასთან ბრძანება, რომელიც დღეს ჩაბარდა 2 სექტემბრითაა დათარიღებული. როგორც რომან მეგრელიშვილი ამბობს, აქციების შესახებ კომპანიამ, მერიამ და პოლიციამ 10 დღით ადრე იცოდნენ. „ჩვენ მივმართეთ განცხადებით და ჩვენი პროტესტი სამართლიანია. ჩვენ მხოლოდ კომპანსაციას არ ვითხოვთ, ვითხოვთ ქონების სამართლიან შეფასებას, ყოველ 6 თვეში ერთხელ, როგორც ეს იყო 2021 წლის ხელშეკრულებით კომპანიის მხრიდან ნაკისრი“. როგორც შუქრუთის პროტესტის მონაწილე, გიორგი ნეფარიძე ამბობს, ორი თვის წინ სამსახურიდან იგივე მიზეზით გაათავისუფლეს ჯუმბერ ცუცქირიძე და გიორგი ბიწაძე. „საპროტესტო აქციებში მონაწილე პირები ხელმძღვანელობამ დაიბარა და უთხრეს, რომ თუკი პროტესტს არ შეწყვეტდნენ, სამსახურიდან გაათავისუფლებდნენ, ამ ადამიანებს პროტესტი ...