იარაღის საწყობში ხანძარმა აიძულა ვორონეჟის ოლქის სამხრეთ-აღმოსავლეთში მდებარე ოსტროგოჟის რაიონის ხელისუფლება, 600-მდე ადამიანის ევაკუაცია დაეწყოთ. გუბერნატორ ალექსანდრ გუსევის ინფორმაციით, ხანძარი გამოიწვია 7 სექტემბერს დილით ჩამოგდებულმა დრონის ნამსხვრევებმა. გუსევის თანახმად, მიმდებარე რამდენიმე დასახლებული პუნქტის მოსახლეობა ევაკუირებულ იქნა უსაფრთხო არეალებში, არავინ დაშავებულა. სოციალური ქსელებით გავრცელდა ვიდეოჩანაწერები, სადაც ჩანს ძლიერი ხანძარი და ისმის აფეთქებების ხმა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა მხოლოდ, რომ უკრაინის დრონები ჩამოყარეს ბელგოროდის და კურსკის ოლქებში. ასევე ნახეთ როსტოვის ოლქში, პროლეტარსკში, ბოლოს და ბოლოს ჩააქრეს ხანძარი ნავთობის საცავში ...