ისრაელელმა ჯარისკაცებმა ამერიკელი ქალი მოკლეს პალესტინელთა ტერიტორიაზე, იორდანეს დასავლეთ ნაპირზე საპროტესტო აქციის დროს. ინციდენტი მოხდა 6 სექტემბერს. თვითმხილველების თქმით, ქალს ჯარისკაცებმა ესროლეს იმ დროს, როცა ის მათთვის საფრთხეს არ წარმოადგენდა - მას მერე, რაც შეტაკების შემდეგ ვითარება დამშვიდებული იყო. ორმა პალესტინელმა ექიმმა განაცხადა, რომ აისენურ ეზგი ეიგის ტყვია თავში მოარტყეს. აშშ-ის მთავრობამ დაადასტურა თავისი მოქალაქის, ეიგის სიკვდილი, მაგრამ არ იტყობინება, რომ ეიგი, რომელიც თურქეთის მოქალაქეც იყო, ისრაელის სამხედროებმა მოკლეს. AP-ის ცნობით, თეთრმა სახლმა „ღრმა შეშფოთება“ გამოხატა აშშ-ის მოქალაქის მოკვლის გამო და ისრაელს მომხდარის გამოძიებისკენ მოუწოდა. ასევე ნახეთ ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე დიდი ოპერაცია დაიწყეს ...