უკრაინული მედიისა და ტელეგრამის არხების ცნობით ქალაქში აფეთქებების ორი სერია გაისმა. კიევის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერჰი პოპკოს განცხადებით, ყველა დრონი განადგურდა. წინასწარი მონაცემებით, მსხვერპლი და ნგრევა არ ყოფილა. კიევის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, ნამსხვრევები ოთხ ადგილას ნახეს, მათ შორის საცხოვრებელი კორპუსის ეზოში. 50 კვადრატულ მეტრ ფართობზე ხანძარი ღია ტერიტორიაზე გაჩნდა. ის სწრაფად ჩააქრეს. გარდა ამისა, ნამსხვრევები ჩამოვარდა დნეპრის რეგიონში, საბავშვო ბაღის ტერიტორიაზე. 7 სექტემბერს, დილით, რუსული თვითმფრინავის დარტყმის შემდეგ, ერთ-ერთი მათგანის ნამსხვრევები უმაღლესი რადას შენობასთან იპოვეს. უკრაინის პარლამენტის პრესსამსახური წერს, რომ არავინ და არაფერი დაზიანებულა. ასევე ნახეთ ზელენსკი: კურსკში შეჭრის მიზანია ჯარისკაცებისა და ტერიტორიების გაცვლა, არ გვჭირდება რუსული მიწა ...