პოლიციამ სამი დღის წინ დაკარგული კაცის დასახიჩრებული ცხედარი იპოვა, წუხელ მარნეულის მუნიციპალიტეტში, ალგეთის თემის ტერიტორიაზე, სოფელ აზიზქენდის მიმდებარედ. ამავე სოფლის მკვიდრს, დაახლოებით 55 წლის მამაკაცს ზედა კიდურების ნაწილი აღარ ჰქონდა. პოლიციამ ცხედარი იმავე ღამეს ექსპერტიზაზე გადაასვენა. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ ფაქტზე გამოძიება დაწყებულის სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. სამართალდამცველ უწყებაში ექსპერტიზის დასკვნაზე არაფერი უთქვამთ, თუმცა არსებობს ვერსია, რომ გვამი მხეცებმა დაასახიჩრეს. ...