ლატვიაში პირველად ჩამოვარდა დრონი, რომელიც ნატოს წევრი ამ ქვეყნის ტერიტორიაზე ბელარუსის ტერიტორიიდან შეფრინდა. ინციდენტი მოხდა შაბათს, 7 სექტემბერს, რეზეკნენის მხარეში, იტყობინება ლატვიის თავდაცვის სამინისტრო. წინასწარი მონაცემებით, საქმე რუსულ აპარატს ეხება. ლატვიელი სამხედროები და სპეცსამსახურები გამოძიებას აწარმოებენ. სამინისტროში აღნიშნეს, რომ მომხდარის შესახებ აცნობეს ნატოს სარდლობას, ლატვიის აღმოსავლეთ საზღვართან გააძლიერეს საჰაერო თავდაცვის ძალები. დაშავებულებისა და ზარალის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა. ქვეყნის პრეზიდენტმა, ედგარ რინკევიჩმა დაადასტურა ინფორმაცია უპილოტო საფრენი მოწყობილობის ჩამოვარდნის შესახებ და დასძინა, რომ მსგავსი ინციდენტების რიცხვი ნატოს ალიანსის აღმოსავლეთ ფლანგზე იზრდება. უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის განმავლობაში, რაკეტებისა და უპილოტო საფრენი აპარატების ნამსხვრევები 20-ზე მეტჯერ იქნა აღმოჩენილი მეზობელი ქვეყნების ტერიტორიებზე, მათ შორის, რუმინეთში, პოლონეთსა და ბულგარეთში. ასევე ნახეთ „ლატვიელი მზად უნდა იყოს, დაიცვას ქვეყანა და ოჯახი ნებისმიერი გზით“. ინტერვიუ ლატვიის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალთან ...