ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, 66 წლის კაცი ცხრა წლის შვილიშვილზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით დააკავეს. ინფორმაცია რადიო თავისუფლებას შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. უწყებაში აცხადებენ, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 141-ე მუხლით და 11 პრიმა 151-ე მუხლით დაიწყო, რაც ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ გარყვნილ ქმედებასა და მუქარას გულისხმობს. ბავშვმა ბაბუის მხრიდან ძალადობის შესახებ დედას უამბო, რომელმაც სამართალდამცველებს მიმართა. ...