ევროკავშირმა 9 სექტემბერს "სანდო" უწოდა მოკავშირეების მხრიდან მიწოდებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც ირანმა მოსკოვს უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებული ომისთვის მიაწოდა მოკლე რადიუსის რაკეტები - და მიანიშნა, რომ ამას "სწრაფი" პასუხი გაეცემა. "გვაქვს სანდო ინფორმაცია, მოკავშირეების მხრიდან, ირანის მიერ რუსეთისთვის ბალისტიკური რაკეტების მიწოდების შესახებ" - ამბობს ევროკავშირის პრესმდივანი, პეტერ სტანო. "ამ საკითხს წევრ ქვეყნებთან ერთად შევისწავლით და, დადასტურების შემთხვევაში, ეს მიწოდება იქნება მნიშვნელოვანი მატერიალური ესკალაცია, ირანის მხრიდან მხარდაჭერაში რუსეთის უკანონო, აგრესიის ომისა უკრაინის წინააღმდეგ". სტანო დასძენს, რომ "ევროკავშირის ლიდერების ერთიანი პოზიცია ყოველთვის მკაფიო იყო. ევროკავშირი ამას სწრაფად გასცემს პასუხს, საერთაშორისო პარტნიორებთან კოორდინაციით, მათ შორის ახალი და მნიშვნელოვანი შემზღუდავი ზომებით ირანის წინააღმდეგ". ევროკავშირის განცხადებამდე კრემლმა პირდაპირ არ უარყო რაკეტების მიწოდების შესახებ ცნობები - ამის ნაცვლად, კრემლმა ხაზი გაუსვა თეირანთან თანამშრომლობას "ყველაზე მგრძნობიარე სფეროებში". ირანი "გადაჭრით უარყოფს" ცნობებს რუსეთისთვის რაკეტების მიწოდებაზე. ასევე ნახეთ პესკოვი: რუსეთი და ირანი თანამშრომლობენ "მგრძნობიარე სფეროებში" ...