გერმანიის სახმელეთო საზღვრებზე 16 სექტემბრიდან დაწესდება კონტროლი, რაც ნაწილია საემიგრაციო პოლიტიკის გამკაცრებისა. ამის შესახებ გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტრო იუწყება. განცხადების თანახმად, საფრანგეთთან, ლუქსემბურგთან, ნიდერლანდებთან, ბელგიასა და დანიასთან საზღვრებზე კონტროლი ნახევარი წლის განმავლობაში იმოქმედებს. განთავსდება მობილური და სტაციონარული საპოლიციო საგუშაგოები. ზომა ითვალისწინებს უარს ქვეყანაში შესვლაზე. სამინისტრო აცხადებს, რომ პოლონეთთან, ჩეხეთთან, ავსტრიასთან და შვეიცარიასთან შემოწმებები უკვე გასული წლის ოქტომბრიდან მიმდინარეობს. სამინიტროს თანახმად, საზღვრებზე კონტროლი უზრუნველყოფს დაცვას მათ შორის ისლამისტური დაჯგუფებების მომხრეთაგან. ამ გადაწყვეტილების მიღებისას სამინისტრომ ასევე გაითვალისწინა გერმანიის ზოგადი მიგრაციული მდგომარეობა, მათ შორის მილიონზე მეტი უკრაინელი ლტოლვილის ინტეგრაციის აუცილებლობა და სხვა ქვეყნებიდან შესული თავშესაფრის მაძიებლებიც. ბერლინმა საზღვრებზე კონტროლის შესახებ ევროკომისიას შეატყობინა. ასევე ნახეთ უნგრეთი კვლავ იმუქრება, რომ უკანონო მიგრანტებს ევროკავშირის შტაბბინაში გაგზავნის ...