აშშ-ის პრეზიდენტობის ორი კანდიდატი, დემოკრატიული პარტიის წარმომადგენელი, კამალა ჰარისი, და რესპუბლიკელი დონალდ ტრამპი 10 სექტემბერს გამართავენ პირველ პირდაპირ სატელევიზიო დუელს. მოქმედი ვიცეპრეზიდენტის და ყოფილი პრეზიდენტის ეს პაექრობა არჩევნებამდე, 5 ნოემბრამდე დარჩენილ ორ თვეზე ნაკლებში საარჩევნო კამპანიების მწვერვალი იქნება. პირველ რიგში ეს დუელი გამოცდა იქნება ჰარისისთვის. 59 წლის იურისტმა კანდიდატობა აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენისგან გადაიბარა. ეს ტრამპის მეორე ტელედუელია. ტრამპის და ბაიდენის დაპირისპირება ტელევიზიით ადრე შედგა. მასში პრეზიდენტი ერთობ სუსტად წარმოჩნდა და ის თანაპარტიელებმა დაიყოლიეს, დაესრულებინა წინასაარჩევნო კამპანია. ბაიდენმა ასპარეზი ჰარისს დაუთმო. ჰარისს და ტრამპს შორის 90 წუთიანი დებატებს აწყობს ABC-ი. ის დაიწყება ადგილობრივი დროით 21 საათზე - საქართველოს დროით დილის ხუთ საათზე. დუელის წესებით, მიკროფონი მონაწილისა, რომელიც მოწინააღმდეგეს უსმენს, გამორთული იქნება. კამალა ჰარისი აშშ-ის ისტორიაში პირველი ქალი ვიცეპრეზიდენტია, ისევე როგორც პირველი შავკანიანი და აზიური წარმოშობის ვიცეპრეზიდენტი. მანამდე ჰარისი კალიფორნიის შტატის პირველი ქალი გენერალური პროკურორი იყო. 2024 წლის 5 ნოემბრის არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში კამალა ჰარისი აშშ-ის პირველი ქალი პრეზიდენტი გახდება. ასევე ნახეთ ჰარისმა, პრეზიდენტობის კანდიდატის რანგში, პირველი ინტერვიუ მისცა ამერიკულ მედიას ასევე ნახეთ “ვუთხარი, ეს არ გააკეთო-მეთქი” - ტრამპი ამტკიცებს, რომ უკრაინაში ომს დაასრულებს ...