"ქართული ოცნების" სია ღონისძიებაზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ წარადგინა, რომლის პირველ ნომრად პარტიის საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი დაასახელა. ასევე ნახეთ ოცნების ოცი - რა ვიცით ახალ სახეებზე? სიაში, ასევე მოხვდნენ პარტიის ლიდერები, მათ შორის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, პარტიის თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილი და მოქმედი პრემიერი, ირაკლი კობახიძე. ასევე, სიაში დასახელდა ორი მოქმედი და ერთი ყოფილი სპორტსმენი. მმართველი პარტიის სიის პირველი ოცეული ასე გამოიყურება: ბიძინა ივანიშვილი - "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარე; ირაკლი კობახიძე - პრემიერ-მინისტრი; ირაკლი ღარიბაშვილი - "ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ყოფილი პრემიერი; შალვა პაპუაშვილი - პარლამენტის თავმჯდომარე; მამუკა მდინარაძე - "ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი; თეა წულუკიანი - კულტურის მინისტრი; ლაშა ტალახაძე - ძალოსანი; ვახტანგ თურნავა - ბიზნესმენი; მაკა ბოჭორიშვილი - პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე; გენო პეტრიაშვილი - მოჭიდავე; სოზარ სუბარი - "ხალხის ძალის" დეპუტატი; მარიამ ქვრივიშვილი - ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე; ანრი ოხანაშვილი - პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე; ნიკოლოზ სამხარაძე - პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე; ეკა ჭიჭინაძე - ხელოვან ქალთა საერთაშორისო ასოციაციის ვიცე პრეზიდენტი; შოთა ბერეკაშვილი - კომპანია BK constraction-ის დამფუძნებელი; ლევან მახაშვილი - ევროპისმცოდნეობის დოქტორი ; მიხეილ ყაველაშვილი - "ხალხის ძალის" დეპუტატი; გიორგი გაბუნია - იურისტი; ლიკა შარტავა - ფსიქოლოგი, საზოგადოებრივი ურთიერთობების სპეციალისტი. ასევე ნახეთ "ოცნების" წინასწარი რეიტინგები და ცდომილებები შედეგებში საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 2024 წლის 26 ოქტომბერს გაიმართება. დეპუტატებს მხოლოდ პროპორციული სისტემით აირჩევენ. პარლამენტის წევრთა მანდატები განაწილდება იმ პოლიტიკურ პარტიებზე, რომლებიც 5%-იან ბარიერს გადალახავენ. ...