აფხაზური ტელეგრამის არხები ავრცელებენ ცნობებს დე ფაქტო რესპუბლიკაში ყოფილი ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის ინალ არძინბას დაბრუნდების შესახებ. ტელეგრამის არხი „Абхазский портал“ (აფხაზური პორტალი) იუწყება, რომ არძინბამ რუსეთში სამსახური ვერ იშოვა. „აფხაზეთში დაბრუნდა ინალ არძინბა, რომელმაც ვერ შეძლო მოსკოვში დასაქმება. მისი პროექტი ბელარუსის სივრცეების დაპყრობის, საკუთრივ, ისევე როგორც სამსახიობო როლი რუსეთის პირველ არხზე ჩაფლავდა“, - წერს "აფხაზური პორტალი". ამაზე წყაროს თანახმად, არძინბა აქტიურად თანამშრომლობს ე.წ. პრეზიდენტთან ასლან ბჟანიასთან “პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის” თანამდებობაზე დანიშვნასთან დაკავშირებით. ეს პოსტი ამჟამად აბესალომ კვარჩიას უკავია. გამოცემა „ნუჟნაია გაზეტა“ წერს, რომ ინალ არძინბასა და ასლან ბჟანიას შეხვედრა 10 სექტემბერს შედგა „გუდოუ პლაზაში “ კიდევ ერთი აფხაზური ტელეგრამის არხი „АБХАЗИЯ ЦЕНТР“-ი წერს, რომ მისი დაბრუნება მომავალ გაზაფხულზე დაგეგმილ ე.წ საპრეზიდენტო არჩევნებს შეიძლება უკავშირდებოდეს. „შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ყოფილი მინისტრის დაბრუნება და პროსამთავრობო მედიარესურსების გააქტიურება მომავალ გაზაფხულზე დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებს უკავშირდება. და მისი ჩამოსვლა სულაც არ ნიშნავდეს იმას, რომ მოსკოვში სამსახური ვერ იშოვა. სავსებით შესაძლებელია, პირიქით, ის კრემლის გარკვეული ამოცანების შესასრულებლად გამოგზავნეს“,- წერს ტელეგრამის არხი “АБХАЗИЯ ЦЕНТР“. ინალ არძინბამ მაისის დასაწყისში განცხადება გაავრცელა, რომელშიც ხსნიდა, რომ თანამდებობიდან თავად გადადგა „ახალ სამსახურში გადასვლასთან დაკავშირებით“. მანამდე არძინბა რუსული ტელეარხის წამყვანი გახდა. მანამდე გახდა ცნობილი, რომ აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის „პრეზიდენტმა“ ასლან ბჟანიამ ინალ არძინბა გაათავისუფლა ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობიდან.33 წლის „მინისტრის" გადაყენების მიზეზი უცნობი იყო. ინალ არძინბა, რომელიც აფხაზეთის ე.წ. რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტის, ვლადისლავ არძინბას ნათესავია, დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრად დაინიშნა 2021 წლის 17 ნოემბერს. მანამდე არძინბა რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მუშაობდა. ხელმძღვანელობდა რუსეთის პატრიარქთან არსებულ ახალგაზრდულ საქმეთა საზოგადოებრივ საბჭოსაც. ინალ არძინბა აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტში ინიციირებული „აგენტების კანონის" აქტიური მხარდამჭერი იყო. ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრობის პერიოდში ინალ არძინბა მწვავედ აკრიტიკებდა დასავლეთის სახელმწიფოებს და საერთაშორისო ორგანიზაციებს და ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტს, საერთაშორისო განვითარების სააგენტოს(USAID) და ევროკავშირს ადანაშაულებდა აფხაზეთის „აგრესიულ იზოლაციაში". 2023 წელს არძინბამ USAID-ის მი...