საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ უპასუხა ჟურნალისტების შეკითხვას, რომელიც ეხებოდა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის შესაძლო პრეზიდენტობის კანდიდატობას. მდინარაძე გამორიცხავს, რომ ივანიშვილი პრეზიდენტის თანამდებობას დაიკავებს. „აბსოლუტურად გამოვრიცხავ, რომ ივანიშვილი პრეზიდენტი გახდეს... - თქვა მამუკა მდინარაძემ და განმარტა, რატომ არის ბიძინა ივანიშვილი „ქართული ოცნების“ პარტიული სიის პირველი ნომერი, - რა თანამდებობა და ბიძინა ივანიშვილი, რაში აინტერესებს... თავისი სამშობლო აინტერესებს ამ კაცს და სიის პირველი ნომერია ერთი ყველაზე მთავარი მიზეზით, ამ არჩევნების მნიშვნელობა არის მთავარი მიზეზი, რის გამოც ბიძინა ივანიშვილმა და გუნდმა გადაწყვიტა, რომ ის იყოს სიის პირველი ნომერი. ამაში არის რეალობაც, პრაქტიკულობაც, საარჩევნო მიზნებიც, მნიშვნელობის მინიჭების მიზნებიც, გარკვეული სიმბოლიზმიც, ხაზგასმაც, ყველაფერი ამაშია... ეს არჩევნები არის იმდენად მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ, ყველამ ერთად გადავწყვიტეთ, რომ სიის პირველი ნომერი, უპირველესად მისი თანხმობით, იყოს სიის პირველი ნომერი, ეს იყო ჩვენი თხოვნაც, მათ შორის, რომ ხაზი გაესვას ამ ყველაფერს, მნიშვნელობას ამ არჩევნებისას... ახლა რომ ქუდი დავიხუროთ და სახლში დავსხდეთ, საკონსტიტუციო უმრავლესობას ვერ მოვიპოვებთ დღეს, პირდაპირ გეუბნებით, მაგრამ ჩვეულებრივი უმრავლესობის მოპოვება პრობლემა არ არის, მაგრამ ქვეყნის გადარჩენის ინტერესი ემთხვევა საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების ინტერესს, აქ უფრო მეტი და მყარი გარანტიაა“. 10 სექტემბერს მმართველმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის პარტიული სიის პირველი ოცეული წარადგინა, რომელსაც სათავეში ბიძინა ივანიშვილი უდგას. ასევე ნახეთ "ქართული ოცნების" სიის პირველი ნომერი ბიძინა ივანიშვილია საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ფრანგულ გამოცემა „ფიგაროსთან“ ინტერვიუში თქვა, რომ მზად არის, მეორე ვადითაც იყაროს კენჭი. 2018 წლის 16 დეკემბერს (სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციის დღეს) ძალაში შესული საკონსტიტუციო ცვლილების თანახმად, საქართველოს პრეზიდენტი არაპირდაპირი წესით აირჩევა. ასევე ნახეთ როგორ აირჩევა მომავალი პრეზიდენტი? ...