აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა და ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დევიდ ლემიმ ოთხშაბათს საღამოს კიევში მოლაპარაკებები გამართეს უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან, საგარეო საქმეთა მინისტრ ანდრეი სიბიგასთან და უკრაინის ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან. სახელმწიფო მდივანმა დაადასტურა, რომ სხვა საკითხებთან ერთად განიხილეს რუსეთში ტერიტორიის სიღრმეში დასავლეთის გრძელვადიანი იარაღით დარტყმებზე უკრაინისთვის დაწესებული შეზღუდვების შესაძლო მოხსნის საკითხი. ბლინკენმა განაცხადა, რომ დისკუსიების შინაარსს აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს გადასცემს. ბლინკენმა აღნიშნა, რომ რუსეთის სამიზნეების წინააღმდეგ გრძელი რადიუსის იარაღის გამოყენების საკითხის განხილვისას თავის როლს ასრულებს შეშფოთება, რომ ამას შეუძლია ესკალაცია გამოიწვიოს. ამავე დროს, ბლინკენის აზრით, ეს არ არის ერთადერთი ფაქტორი, რომელზეც უნდა გამახვილდეს ყურადღება. ასევე ნახეთ ოკუპირებულ ლუგანსკში რამდენიმე აფეთქება მოხდა. რუსული მედია ATACMS-ის რაკეტებით იერიშზე წერს აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ასევე გამოაცხადა კიევში 700 მილიონ დოლარზე მეტი ოდენობის ვაშინგტონის დახმარების ახალი პაკეტი, რომელიც ძირითადად მიმართული იქნება ენერგეტიკის სექტორსა და ჰუმანიტარულ სფეროში დახმარებაზე. გაერთიანებულმა სამეფომ ასევე გამოაცხადა დახმარების ახალი პაკეტი. "ჩვენ უკრაინის გამარჯვების სრულად ერთგული ვრჩებით. ჩვენი კოლექტიური გზავნილი პუტინისადმი არის ის, რომ ჩვენი მხარდაჭერა არ შესუსტდება", - განაცხადა ბლინკენმა მოლაპარაკებების დაწყებამდე. ჯერჯერობით, შეერთებულმა შტატებმა და უკრაინის სხვა მოკავშირეებმა კიევს არ მისცეს უფლება გამოიყენოს გრძელი მანძილზე მოქმედი რაკეტები რუსეთის წინააღმდეგ, ისეთი მოსალოდნელი კონფლიქტის ან ბირთვული ომის ესკალაციის შიშით, რომელშიც შეიძლება ჩაბმული აღმოჩნდნენ ნატოს ქვეყნები. ამავდროულად, Times-ი წერს, რომ გაერთიანებული სამეფო და საფრანგეთი მზად არიან უკრაინას მისცენ საშუალება გამოიყენოს თავიანთი მიწოდებული 560 კილომეტრამდე მანძილზე მოქმედი რაკეტები Storm Shadow. მაგრამ ლონდონი და პარიზი ელოდებიან შეერთებული შტატების გადაწყვეტილებას, რომელმაც ადრე უკრაინას 300 კმ-მდე რადიუსის სიგრძეზე მოქმედი ATACMS-ის რაკეტები გადასცა. აღნიშნული რაკეტები უკრაინელმა სამხედროებმა უკვე გამოიყენეს ანექსირებულ ყირიმსა და რუსეთის მიერ ოკუპირებულ სხვა ტერიტორიებზე სამხედრო სამიზნეების გასანადგურებლად, მაგრამ თავად რუსეთის ტერიტორიაზე დასავლური რაკეტების გამოყენება არ მომხდარა. ასევე ნახეთ მოსკოვი იმუქრება. რატომ აშინებს რუსეთს დასავლეთის ახალი გადაწყვეტილება? ...