„მე აქ ჯილდოსთვის ვარ მოსული. ეს ჯილდო ჩემი ხალხისთვისაა. მე პრეზიდენტის პოლიტიკურ პოზიციას ვემიჯნები სრულიად. ჩემთვის მიუღებელიც არის. ვფიქრობ, რომ ჩემ სამშობლოს უნდა ჰყავდეს უფრო ღირსეული, მართლმადიდებელი და ქართველი ხალხის ინტერესების გამტარებელი პრეზიდენტი“, - თქვა მან. 13 სექტემბერს საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ოლიმპიელები და პარალიმპიელები ღირსებისა და ბრწყინვალების ორდენებით დააჯილდოვა. ათონელის რეზიდენციის წინ გაიმართულ ღონისძიებაზე პრეზიდენტმა ჯილდო გადასცა პარალიმპიურ და ოლიმპიურ პრიზიორებს, ასევე ოლიმპიური ნაკრების წევრებს. პრეზიდენტმა ცერემონიაზე მიიწვია ხელისუფლების წარმომადგენლები, მათ შორის, პრემიერ-მინისტრი, თუმცა ღონისძიებას არცერთი მათგანი არ დაესწრო. три ...