ბელარუსის ტერიტორიაზე კვლავ შეფრინდა ერთ-ერთი რუსული დრონი, რომლებითაც რუსეთი უკრაინას ბომბავდა. მონიტორინგის პროექტის, „ბელორუსკი გაიუნის“ მიხედვით, გამთენიისას, „შაჰედის“ ტიპის კამიკაძე დრონმა გომელის რაიონის სოფელ ლოევთან გადაკვეთა საზღვარი. დრონმა დაახლოებით 30 წუთი დაყო ბელარუსის ტერიტორიაზე. „დრონი დასავლეთის მიმართულებით მოძრაობდა, შემდეგ კი სამხრეთ-აღმოსავლეთისკენ მიბრუნდა და უკრაინის ტერიტორიაზე გაფრინდა. ის სლავუტიჩის რაიონში გაფრინდა“, - აღნიშნავს „ბელარუსკი გაიუნი“. ასევე ნახეთ ბელარუსის საჰაერო სივრცეში რუსეთის სულ მცირე, რვა დრონი შეფრინდა სანამ დრონი ბელარუსის საჰაერო სივრცეში იმყოფებოდა, ბარანოვიჩის აეროდრომიდან გამანადგურებელი აფრინდა. უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, წუხელ ღამით რუსეთის არმიამ უკრაინის წინააღმდეგ 70-ზე მეტი დრონი გაუშვა. მათი უმრავლესობა განადგურდა, თქვა ზელენსკიმ. რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყების შემდეგ, რუსული უპილოტო საფრენი აპარატები და რაკეტები არაერთხელ შეფრინდნენ მოსაზღვრე ქვეყნების საჰაერო სივრცეში, მათ შორის ნატოს ქვეყნებში - კერძოდ, ლატვიასა და რუმინეთში. ...