გორში, "კოალიცია ცვლილებისთვის" წარმომადგენელს ალექსანდრე ვალიაურს ჯერჯერობით დაუდგენელმა პირებმა სცემეს. ეს იმ დროს მოხდა, როცა მმართველი პარტიის წინასაარჩევნო შეხვედრა დასრულდა. როგორც ვალიაური ამბობს, თვითონ მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებოდა და ერთ მომენტში უკმაყოფილება ხმამაღლა გამოთქვა „ქართული ოცნების“ შეკრების გამო, რა დროსაც მას თავს დაესხნენ. „ჩემთვის ვიდექი და ხმამაღლა ვმსჯელობდი, რა დროსაც ქართული ოცნების მაისურებიანმა პირებმა ცემა დამიწყეს. რამდენიმე პირი იყო. ტელეფონის ამოღება მოვახერხე და პატრულში დავრეკე, რა დროსაც გაიქცნენ. ყველას ამოცნობა შემიძლია. აშკარად არ იყვნენ გორელები და სხვა რაიონიდან ჩამოყვანილი ხალხი იყო“, - განაცხადა ვალიაურმა. ასევე ნახეთ ბიძინა ივანიშვილი: საკონსტიტუციო უმრავლესობა გვჭირდება პირველ რიგში ნაციონალების და „მათი სატელიტების“ ასაკრძალად იმ დროს, როცა ვალიაურს თავს დაესხნენ, თბილისის მერი ჟურნალისტებს ინტერვიუს აძლევდა და, მისი თქმით, მმართველი პარტიის მიმართ ბულინგსა და სიძულვილის ენის გამოყენებაზე საუბრობდა. კახა კალაძეს ჟურნალისტებმა ვალიაურის ცემის შესახებაც ჰკითხეს. „მე ამ ამბის შესახებ არაფერი ვიცი. ვიმეორებ, დღეს ქვეყანაში არის აბსოლუტურად თავისუფალი გარემო. არ ვიცი, რა ცემაზე მეუბნებით. ყველა პოლიტიკურ პარტიას აქვს საშუალება აწარმოოს თავისი კამპანია და კატეგორიულად მიუღებელია სხვა პარტიის ბულინგი და შეურაცხყოფა“, - განაცხადა კახა კალაძემ. ასევე ნახეთ გორში ბიზნესმენი და სამოქალაქო აქტივისტი დააკავეს ...