15 სექტემბერს, თბილისში, პარლამენტის წინ ახალგაზრდული მოძრაობა „დაფიონის“ ორგანიზებით გამართულ აქციაზე „ქართული ოცნების“ ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის განცხადება გააპროტესტეს. აქციის - „არა კრემლის დიქტატს!“ - მონაწილეებმა გორში ივანიშვილის სიტყვით გამოსვლა საქართველოსა და მისი გმირების შეურაცხყოფად შეაფასეს. თბილისში, პარლამენტის წინ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის განცხადება გააპროტესტეს. 15 სექტემბერი, 2024 წელი. მოძრაობა „დაფიონის“ წარმომადგენელმა ზვიად ცეცხლაძემ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ივანიშვილი განცხადება სეპარატიზმის გაღვივებაა. „ოლიგარქმა, „აკვარიუმის ლომმა“ ქართველ ერს შეურაცხყოფა მიაყენა. დაღუპული გმირები შეურაცხყო და ყველაზე ამაზრზენი, რაც არის, დაღუპული გმირების ოჯახებს უთხრა, რომ იქით აქვთ ბოდიში მოსახდელი. თითქოს გიორგი ანწუხელიძემ უნდა მოიხადოს ბოდიში, მაშინ, როდესაც ის წამებით მოკლეს. ან გინტურმა და მისმა ოჯახმა უნდა მოიხადონ ბოდიში, ან ტატუნაშვილმა, რომელიც ჯერ მოკლეს და შემდეგ ორგანოები ამოაჭრეს. ივანიშვილის ასეთი განცხადება არის სეპარატიზმის გაღვივება. თუ საქართველო აგრესორია, ეს ადამიანი ამბობს, რომ სწორი ყოფილან, თავი დაუცვიათ საქართველოსგან. ეს არის ღირსებაზე ლაფის დასხმა, რაც უნდა ჩამოირეცხონ ქართველებმა“, - გვითხრა აქციაზე ზვიად ცეცხლაძემ. თბილისში, პარლამენტის წინ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის განცხადება გააპროტესტეს. 15 სექტემბერი, 2024 წელი. რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია, მას შემდეგ დაგეგმეს, რაც ბიძინა ივანიშვილმა გორში 14 სექტემბერს მხარდამჭერებს შემდეგი სიტყვებით მიმართა: „26 ოქტომბრის არჩევნების დასრულებისთანავე, როდესაც ომის გამჩაღებლები გასამართლდებიან, როდესაც უკლებლივ ყველა დამნაშავე ქართულ-ოსური ძმობისა და თანაცხოვრების დანგრევისთვის უმკაცრეს სამართლებრივ პასუხს მიიღებს, ჩვენ აუცილებლად გამოვძებნით საკუთარ თავში ძალას, რათა ბოდიში მოვიხადოთ იმის გამო, რომ დავალების შესაბამისად, მოღალატე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 2008 წელს ცეცხლის ალში გახვია ჩვენი ოსი დები და ძმები". ასევე ნახეთ გორში ბიძინა ივანიშვილის განცხადება გააპროტესტეს ასევე ნახეთ რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულ სამხედროთა ოჯახები ივანიშვილის ბოდიშის მზადყოფნას ეხმაურებიან ასევე ნახეთ ივანიშვილის მობოდიშების მზაობას მოსკოვი აქებს 2008 წლის 7 აგვისტოს, გამთენიისას, რუსეთის რეგულარულ სამხედრო ძალებს, რომლებსაც არ ჰქონდათ მშვიდობისმყოფელთა სტატუსი, საქართველოს ტერიტორიაზე უკვე დაწყებული ჰქონდათ სამხედრო იერიში. 2008 წლის აგვისტოს ომს საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე და 14 პოლიციელი შეეწირა. თავდაცვის სამინისტროს ბ...