აშშ-ის გამოძიების ფედერალურმა ბიურომ (FBI) განაცხადა, რომ იძიებს კვირას სროლის ინციდენტს გოლფის მოედანზე ფლორიდაში, პალმ-ბიჩში, სადაც იმ დროს იმყოფებოდა ყოფილი აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, რესპუბლიკელი დონალდ ტრამპი. FBI-ის თანახმად, საქმე კვალიფიცირებულია როგორც პოლიტიკოსის მკვლელობის აღკვეთილი მცდელობა. გავრცელებული ინფორმაციით, ეჭვმიტანილი დაკავებულია. მისი ვინაობის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება. CNN-ი წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ აშშ-ის საიდუმლო სამსახურის აგენტმა, რომელიც იცავს ტრამპს, ცეცხლი გაუხსნა საეჭვო პირს მას შემდეგ, რაც ის ავტომატით ხელში დაინახა. ხელისუფლება თვლის, რომ მამაკაცს ტრამპისთვის სროლა სურდა. ადგილობრივი შერიფის უწყების ცნობით, ის გოლფის მოედნის მახლობლად იყო ბუჩქებში დამალული, მაგრამ საიდუმლო სამსახურის აგენტმა დაინახა, რომ ბუჩქებიდან ავტომატის ლულა ჩანდა და გამაფრთხილებელი გასროლა გააკეთა. ამის შემდეგ ეჭვმიტანილი გაიქცა და ის დააკავეს მოწმეების წყალობით, რომლებმაც დაინახეს, როგორ ჩაჯდა ის მანქანაში. კანდიდატის ვაჟმა, დონალდ ტრამპმა უმცროსმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ ბუჩქებში ავტომატური იარაღი იპოვეს. მანამდე დონალდ ტრამპის საარჩევნო შტაბმა განაცხადა, რომ კვირას სროლა მოხდა იქიდან არც თუ ისე შორს, სადაც ის იმყოფებოდა. ტრამპი უსაფრთხოდაა და უვნებელია. შეტყობინებაში არ არის ნათქვამი, სად მოხდა ინციდენტი და იყო თუ არა ტრამპზე თავდასხმის მცდელობა. მოგვიანებით სამართალდამცავ უწყებებში რამდენიმე ამერიკული მედიის წყარომ დაადასტურა, რომ მომხდარს იძიებდნენ, როგორც ყოფილი პრეზიდენტის მკვლელობის შესაძლო მცდელობას. ასევე ნახეთ ტრამპი თავდასხმას გადაურჩა - რა მოხდება ახლა? 13 ივლისს, დონალდ ტრამპი მსუბუქად დაიჭრა მასზე თავდასხმისას პენსილვანიაში გამართულ წინასაარჩევნო მიტინგზე. ადგილობრივი შერიფის უწყების განცხადებით, ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა. მან ასევე დაადასტურა, რომ ერთი პირი, რომელიც სავარაუდოდ ინციდენტში მონაწილეობდა, დააკავეს, მაგრამ კომენტარი არ გაუკეთებიათ, გეგმავდა თუ არა ის ყოფილ პრეზიდენტზე თავდასხმას. The New York Post-ი, რომელმაც ერთ-ერთმა პირველმა გაავრცელა ინფორმაცია სროლის შესახებ, თავდაპირველად წერდა, რომ ეს იყო არა კანდიდატის მკვლელობის მცდელობა, არამედ სროლა, რომელსაც არანაირი კავშირი არ ჰქონდა ტრამპთან, მაგრამ ახალი ამბის ტექსტი მოგვიანებით შესწორდა. აშშ-ის საიდუმლო სამსახურმა განაცხადა, რომ ინციდენტს იძიებს. მათ დაადასტურეს, რომ ტრამპს საფრთხე არ ემუქრება. თავად ტრამპი მხარდამჭერებისადმი მიწერილ წერილში ამბობს, რომ უსაფრთხოდაა და პირობას დებს, რომ „არასოდეს დანებდება“. თეთრმა სახლმა აღნიშნა, რომ პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და საპრეზიდენტო არჩევნებში ტრამპის კონკურენტი, ვიცე-პრეზ...