სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის ყოფილი მრჩეველი, ქართულ-სომხური მედიაგამოცემა Aliq Media-ს დამფუძნებელი არსენ ხარატიანი საქართველოში არ შემოუშვეს. „ამ დროისთვის ეჭვი არ მეპარება, რომ ეს უარი, - ანუ დეპორტაცია, - პოლიტიკურია“, - აცხადებს ხარატიანი. არსენ ხარატიანი 2018 წელს რამდენიმე თვის განმავლობაში იყო ხელისუფლებაში ახლად მოსული ნიკოლ ფაშინიანის მრჩეველი საგარეო საკითხებში. მას შემდეგ არასამთავრობო სექტორსა და მედიაში საქმიანობს. არსენ ხარატიანმა რადიო თავისუფლების სომხურ სამსახურს განუცხადა, რომ 4-საათიანი დაკავების შემდეგ, უკან გააბრუნეს. იგი ლუქსემბურგიდან მოფრინავდა თბილისში, ხვალ, 18 სექტემბერს, კი თბილისიდან სომხეთში უნდა დაბრუნებულიყო და ბილეთიც ჰქონდა. ახლა იგი სტამბოლში დააბრუნეს, საიდანაც ლუქსემბურგში დაბრუნება მოუწევს. „საქართველო იყო და არის ჩემი მეორე სამშობლო და ვინც მიცნობს, მიხვდება, რამდენს ნიშნავს ჩემთვის ეს უარი“, - წერს ის ფეისბუკზე. გადაწყვეტილება რომ პოლიტიკურია, მისი მოსაზრებით, ნიშნავს იმას, რომ „საქართველოს ამჟამინდელ ხელისუფლებას ან ეშინია ჩემნაირი ადამიანებისა, ან ჰყავთ პატრონები მოსკოვსა ან ბაქოში, საიდანაც ეუბნებიან, რომ „გაწმინდონ სივრცე“ არჩევნებამდე“. три „არავის აუხსნია მიზეზი, რატომ ამიკრძალეს შემოსვლა საქართველოში, სადაც 5 წელზე მეტი ვცხოვრობდი, შევქმენი მედია, დავაარსე სხვადასხვა ორგანიზაცია, ვეხმარებოდი სომხეთ-საქართველოს ურთიერთობების ხიდების მშენებლობაში და ა.შ.“ - წერს იგი. „[საქართველოში] არჩევნები 26 ოქტომბერს ტარდება. დარწმუნებული ვარ, ბევრი განსხვავებული ადამიანია, ვინც შეიძლება იყოს [ხელისუფლებისთვის] არასასურველი“, - გვითხრა მან სატელეფონო საუბრისას. „ვვარაუდობ, რომ რუსეთის მხრიდან, მაგრამ ასევე ქართული შიდა ლოგიკით, ცდილობენ შეძლებისდაგვარად შეამცირონ საქმიანობა ჩემნაირი ადამიანებისა, რომლებიც დასავლური ღირებულებების და დემოკრატიის დამცველად ითვლებიან“, - უთხრა მან რადიო თავისუფლებას.три მისი თქმით, საზღვრის კვეთაზე უარის მიზეზად შსს-ის მიერ მისთვის მიცემულ ბლანკში ახლაც „სხვა მიზეზია“ დასახელებული. სწორედ ამ მუხლით ეუბნებიან უარს საქართველოში შემოსვლაზე უცხო ქვეყნის მოქალაქე ჟურნალისტებისა თუ აქტივისტების ნაწილს. არსენ ხარატიანი ხშირად მოგზაურობს საქართველოს, სომხეთს, შეერთებულ შტატებსა და ევროპის ქვეყნებს შორის. 16 სექტემბერს თბილისში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს შეხვდა. ასევე ნახეთ ფაშინიანი თბილისში - რაზე საუბრობენ სომხეთის და საქართველოს ლიდერები ...