რუსეთის უზენაესმა სასამართლომ უარყო საჩივარი, რომლითაც მას მიმართა უცხოეთში მცხოვრებმა ტელეჟურნალისტმა ტატიანა ლაზარევამ, მისთვის მისადაგებული "უცხოეთის აგენტის" სტატუსის წინააღმდეგ - ამბობს ჟურნალისტის ადვოკატი ლეონიდ სოლოვიოვი 17 სექტემბერს. მოსკოვის ერთ-ერთმა სასამართლომ ივლისში გასცა დაპატიმრების ორდერი ლაზარევაზე, რომელსაც "უცხოეთის აგენტის" სტატუსი 2022 წლის ივლისში მიანიჭეს, ტერორიზმის გამართლების ბრალდების საფუძველზე. ბრალდება უკავშირდება ლაზარევას სტატიას, რომელიც ეხებოდა რუსეთის ტერიტორიაზე უკრაინის მხრიდან დრონებით განხორციელებულ თავდასხმებს სამიზნეებზე. ივნისში რუსეთის ხელისუფლებამ ლაზარევა შეიყვანა ძებნილთა სიაში და "ტერორისტების და ექსტრემისტების" რეესტრში. ლაზარევამ რუსეთი დატოვა მას მერე, რაც 2022 წლის თებერვალში რუსეთი სრული მასშტაბით შეიჭრა უკრაინაში. ასევე ნახეთ საფრანგეთის მოქალაქემ თავი დამნაშავედ ცნო რუსეთში "უცხოეთის აგენტის" მოთხოვნებისთვის თავის არიდებაში ...