საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტმა ბოლო პლენარული სხდომა გამართა. რეგლამენტის თანახმად, არჩევნების წელს, არჩევნებამდე ერთი თვის განმავლობაში, როგორც წესი, პარლამენტის პლენარული სხდომები არ იმართება. პარლამენტი არჩევნებამდე მხოლოდ განსაკუთრებული აუცილებლობის შემთხვევაში შეიძლება შეიკრიბოს. 17 სექტემბერს გამართულ პლენარულ სხდომაზე პარლამენტმა 40-მდე კანონპროექტი და კანონპროექტთა პაკეტი დაამტკიცა. ბოლო სხდომაზე მან მიიღო ლგბტ უფლებების შემზღუდავი „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“ კანონპროექტთა პაკეტი. ასევე ნახეთ პარლამენტმა ლგბტ უფლებების შემზღუდავი კანონპროექტი მესამე, საბოლოო მოსმენით მიიღო პარლამენტმა ბოლო სხდომაზე დაასრულა საქართველოს უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეებით დაკომპლექტება. საპარლამენტო უმრავლესობის მხარდაჭერით, აირჩიეს უმაღლესი ინსტანციის 28-ე მოსამართლე, ნიკოლოზ მარსაგიშვილი, რომელიც ამ თანამდებობას 2025 წლის 12 ივნისიდან დაიკავებს. ასევე ნახეთ „ქართულმა ოცნებამ“ დაასრულა უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეებით დაკომპლექტება პარლამენტმა მესამე, საბოლოო, მოსმენით მიიღო „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტი, რომლის თანახმად, დაახლოებით 1000 მსჯავრდადებული დაუყოვნებლივ გათავისუფლდება, ხოლო 4 800-მდე ადამიანს სასჯელი სხვადასხვა ვადით შეუმცირდება. ასევე ნახეთ პარლამენტმა „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტი საბოლოოდ მიიღო საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს გაიმართება. დეპუტატებს მხოლოდ პროპორციული სისტემით აირჩევენ. პარლამენტის წევრთა მანდატები განაწილდება იმ პოლიტიკურ პარტიებზე, რომლებიც 5%-იან ბარიერს გადალახავენ. ...