რადიო თავისუფლების ინფორმაციით, ევროკავშირის სადამკვირვებლო (EUMM) მონიტორების ერთი ეკიპაჟი რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ხურჩასთან ოკუპირებულ ტერიტორიაზე დააკავეს. "ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია გამოხატავს ღრმა შეშფოთებას ნებისმიერ ისეთ ქმედებასთან დაკავშირებით, რომელიც ხელს უშლის მის დამკვირვებლებს მანდატით გათვალისწინებული მათი საქმიანობის განხორციელებაში. ასეთი პატრულირებები აუცილებელია კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ რაიონებში სტაბილურობის, გამჭვირვალობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. მსგავსი ხასიათის ინციდენტები ძირს უთხრის ნდობის აღდგენისა და დაძაბულობის პრევენციისკენ მიმართულ მცდელობებს", - წერია EUMM-ის განცხადებაში. მათივე ცნობით, შემთხვევის შემდეგ ცხელი ხაზი გააქტიურდა შესაბამის ჩართულ მხარეებს შორის, ინციდენტის შესახებ ინფორმაციის გაცვლის მიზნით. ...