მოსკოვში სროლა მოხდა კრემლის მახლობლად, უმსხვილესი რუსული ონლაინ მაღაზიის, Wildberries-ის ოფისში. დაიღუპა ერთი და დაშავდა 10-მდე ადამიანი. მაღაზიის დამფუძნებელმა, რუსეთის უმდიდრესმა ქალმა, ტატიანა ბაკალჩუკმა, ტელეგრამში თავისი ქმარი ვლადისლავი დაადანაშაულა კომპანიის ხელში ჩაგდების მცდელობაში. მისი თქმით, ვლადისლავ ბაკალჩუკმა შეიარაღებული პირების ჯგუფთან ერთად სცადა ოფისში შესვლა. ის თავის მხრივ აცხადებს, რომ მოლაპარაკებისთვის მივიდა, თან ახლდა გუნდი და მათ უცნობი პირები დაესხნენ თავს. три Wildberries-ის სათავო ოფისთან, ბიზნესცენტრში „რომანოვ დვორში“, კრემლიდან 350 მეტრში, სროლის შედეგად დაშავებულთა შორის იყო მინიმუმ სამი MMA მებრძოლი კავკასიიდან. ერთ-ერთი მათგანი ჩეჩნეთში ცხოვრობს და რამზან კადიროვის საბრძოლო კლუბ „ახმატის“ წევრი იყო, წერს „აგენტსტვო“. Mash-ის ინფორმაციით, დაშავებულთა შორის არიან პროფესიონალი სპორტსმენები აბუბაქარ მესტოევი, უმარ ჩიჩაევი და რაშიდ კოძევი. კოძევი კრივში რუსეთის ჩემპიონი და რუსეთის არმიის ჩემპიონია მძიმე წონით კატეგორიაში. პარალელურად, შეიარაღებული ნიღბიანი პირები შეეცადნენ ხელში ჩაეგდოთ Wildberries-ის ოფისი მეტროს სადგურ დინამოს მახლობლად, ქალაქის ცენტრში, წერს გამოცემა „ოსტოროჟნო, მოსკვა“. თვითმხილველმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ კომპანიაში მისულები შეიძლება ჩეჩნები ყოფილიყვნენ. ასევე ნახეთ ტერაქტები - პუტინის მმართველობის ნაწილი ცოლ-ქმარ ბაკალჩუკებს შორის კონფლიქტის შესახებ ამ ზაფხულს გახდა ცნობილი მას შემდეგ, რაც გამოცხადდა Wildberries-ის შერწყმის შესახებ გარე რეკლამის უმსხვილეს ოპერატორთან, ჯგუფ Russ-თან. Wildberries-ი, რომლის სავარაუდო ღირებულება 7 მილიარდ დოლარზე მეტია, 99 პროცენტით ეკუთვნოდა ტატიანა ბაკალჩუკს, ვლადისლავი კი მინორიტარი აქციონერი იყო აქციების 1 პროცენტით. Wildberries-ისა და Russ-ის შერწყმის შესახებ შეთანხმება პირადად მოიწონა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა. რამზან კადიროვმა ვლადისლავ ბაკალჩუკის მხარე დაიჭირა. ჟურნალისტური გამოძიებების თანახმად, Russ-ის შესაძლო ბენეფიციარია მილიარდერი სულეიმან კერიმოვი. ...