უწყებაში დეტალებზე ჯერჯერობით არ საუბრობენ, თუმცა აცხადებენ, რომ ამ წუთებში მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. "პოლიცია მუშაობს. დამნაშავე აუცილებლად იქნება დასჯილი", - უთხრა ადგილზე ჟურნალისტებს კრიმინალური პოლიციის უფროსმა თეიმურაზ კუპატაძემ. კითხვაზე, იდენტიფიცირებული ჰყავთ თუ არა დამნაშავე, კუპატაძე პასუხობს: "რა თქმა უნდა, ჩვენ ყოველთვის ყველაფერი ვიცით". საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. ...