რადიო თავისუფლების ინფორმაციით, პოლიციამ დააკავა პირი, რომელსაც ბრალად ედება ტრანსგენდერი ქალის, კესარია აბრამიძის მკვლელობა. კესარია აბრამიძე მკვდარი იპოვეს 18 სექტემბერს თბილისში, საკუთარ სახლში. მკვლელობის ფაქტი შსს-მ დაადასტურა და საგამოძიებო მოქმედებები დაიწყო. სავარაუდო მკვლელის დაკავების შესახებ რადიო თავისუფლება დამატებით დეტალებს არკვევს. შსს-ს ოფიციალური ინფორმაცია ჯერჯერობით არ გაუვრცელებია. ...