„გამორიცხულია, ვერცერთი სანქცია ვერ შეაშინებს ვერც ბატონ ბიძინას და ვერც ჩვენ - მისი გუნდის თითოეულ წევრს. ასე რომ, ძალიან არაეფექტურია სანქციების ენით საუბარი“, - უთხრა ჟურნალისტებს ირაკლი კირცხალიამ, პარლამენტში ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ. გუშინ, 20 სექტემბერს, „ამერიკის ხმამ“ რამდენიმე ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სანქციები შეიმუშავა და მის უახლოეს მომავალში დაწესებას განიხილავს. სანქციების პაკეტზე ამერიკის ხაზინისა და სახელმწიფო დეპარტამენტები მუშაობენ. ასევე ნახეთ აშშ-მა ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების პაკეტი შეიმუშავა - "ამერიკის ხმა" საქართველოს ხელისუფლებაში მყოფი პარტიის წევრების სანქცირებაზე საუბარი მას შემდეგ დაიწყო, რაც მოწოდებების მიუხედავად, „ქართულმა ოცნებამ“ რამდენიმე ოპოზიციონერი დეპუტატის დახმარებით მიიღო „აგენტების კანონი“, რომელიც პარტნიორი ქვეყნებიდან დაფინანსებულ მედია- და არასამთავრობო ორგანიზაციებს „უცხოური გავლენის ინტერესების გამტარებლებლად“ რეგისტრაციას ავალდებულებს. პარლამენტმა კანონზე პრეზიდენტის ვეტო 28 მაისს დაძლია, 3 ივნისს კი „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე, კახა კალაძე ამბობდა, რომ სანქციებს არ ელოდნენ. ასევე ნახეთ პარლამენტმა „აგენტების კანონზე“ პრეზიდენტის ვეტო დაძლია 16 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ აშშ-მა შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელ ზვიად ხარაზიშვილს, მის მოადგილე მილერი ლაგაზაურს, ულტრამემარჯვენე, ძალადობრივი მოწოდებებით ცნობილი „კონსერვატიული მოძრაობის“, იმავე „ალტ-ინფოს“ ლიდერებს, კონსტანტინე მორგოშიასა და ზურაბ მახარაძეს, სანქციები დაუწესა. ასევე ნახეთ აშშ-მა ზვიად ხარაზიშვილს, მილერი ლაგაზაურს, კონსტანტინე მორგოშიასა და ზურაბ მახარაძეს სანქციები დაუწესა აშშ ასევე აცხადებს, რომ „საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრისთვის“ დამატებით 60-ზე მეტ ოჯახს სავიზო აკრძალვებს დაუწესებს. იმავე მიზეზით სანქცია უკვე დაუწესდა საქართველოს 30 მოქალაქეს. ასევე ნახეთ აშშ ინდივიდუალურ სანქციებს, სავიზო აკრძალვებს უწესებს “ქართული ოცნების” წევრებსა და დეპუტატებს ასევე ნახეთ აშშ აცხადებს, რომ "საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრისთვის" დამატებით 60-ზე მეტ ოჯახს სავიზო აკრძალვებს დაუწესებს 17 სექტემბერს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ აშშ-ის მიერ საქართველოს ოთხი მოქალაქის სანქცირება „არის ერთდროულად არასერიოზული და ძალიან სამწუხარო“ და „ამის ერთადერთი მიზანი შეიძლება იყოს არჩევნებზე გავლენის მოხდენა“....