კრასნოდარის ოლქის გუბერნატორ, ვენიამინ კონდრატიევის თქმით, ლოკალური საგანგებო რეჟიმი გამოცხადდა ტიხორეცკის რაიონში, სადაც, სავარაუდო, უკრაინული დრონის თავდასხმის შედეგად რუსეთის თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი იარაღის საწყობში ძლიერი ხანძარი გაჩნდა. კონდრატიევის თქმით, ამჟამად მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება და საგანგებო რეჟიმი შემოიღეს "ადამიანებისთვის დახმარების ორგანიზებისა და ინციდენტთან დაკავშირებული ყველა საკითხის დროულად მოგვარების მიზნით." მაგრამ შაბათს ის ამბობდა, რომ 1200 ადამიანი იქნა ევაკუირებული იმ დასახლებიდან, რომლის გვერდითაც საწყობი მდებარეობს. უკრაინის გენერალურმა შტაბმა გავრცელებული ცნობა რუსეთის ტერიტორიაზე ორი სამხედრო არსენალის განადგურების შესახებ. პირველი მდებარეობს ტიხორეცკის რაიონში, მეორე კი რუსეთის ტვერის რეგიონში. ვარაუდობენ, რომ უკრაინული დრონების თავდასხმის შედეგად, განადგურდა ათასობით ტონა საბრძოლო მასალა იყო, მათ შორის ჩრდილოეთ კორეიდან მიღებული საშუალებები. სატელიტური სურათი, რომელიც ასახავს რუსეთის სამხედრო ბაზებში გაჩენილ ხანძარს რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახურის პროექტმა "სქემებმა" გამოაქვეყნა სატელიტური სურათები, რომლებზეც ასახულია დრონების თავდასხმის შედეგები სოფელ კამენის ჩრდილოეთით მდებარე საწყობზე. სურათების მიხედვით, ხანძარი შაბათს დღის მეორე ნახევარშიც გრძელდებოდა. ასევე ნახეთ დრონების თავდასხმის შედეგად რუსეთში ორი სამხედრო საწყობი იწვის რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან, რუსეთის რეგიონები რეგულარულად იბომბება დრონების მონაწილეობით. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო იუწყება მხოლოდ რუსეთის ტერიტორიაზე წარმატებით ჩამოგდებულ რაკეტებსა და თვითმფრინავებზე. არის ნგრევა და მსხვერპლი. უმეტეს შემთხვევაში კიევი ამ ცნობებზე კომენტარს არ აკეთებს. ...