რუსეთის პლესეცკის კოსმოდრომის ერთ-ერთ გასაშვებ მოედანზე სატელიტური სურათებით მიღებულ გამოსახულებაზე ჩანს უზარმაზარი ორმო და ცეცხლის კვალი. როგორც სოციალურ ქსელში წერს ერთ-ერთი რუსული ანალიტიკური გამოცემა (x OSINT аналитик@MeNMyRC1), საუბარი უნდა იყო რუსული საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტის, RS-28 Sarmat-ის წარუმატებელ გამოცდაზე. "ანალიტიკის" თანახმად, რაკეტა, სავარაუდოდ, აფეთქდა შახტში და ფაქტობრივად გაანადგურა სასტარტო მოედან „იუბილეინაიას“ ინფრასტრუქტურა. ექსპერტი მიიჩნევს, რომ აფეთქება შეეძლო გამოეწვია სარაკეტო თხევად საწვავს, ანუ გაშვება შეიძლებოდა არც კი მომხდარიყო. три რადიო თავისუფლების რუსული სამსახური იხსენებს, რომ ეს არის „სარმატის“ რაკეტის მეოთხე წარუმატებელი გამოცდა. „პლესეცკის“ კოსმოდრომიდან რაკეტის ერთადერთი წარმატებული გაშვება, როგორც ამას რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, მოხდა 2022 წლის 20 აპრილს. ამის მიუხედავად, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა მიმდინარე წლის თებერვალში განაცხადა, რომ „სარმატები“ შეიარაღებაში უკვე გადაეცა რუსეთის არმიას. ასევე ნახეთ შეიარაღებულმა ძალებმა უკვე მიიღეს ბალისტიკური რაკეტა „სარმატი“ - პუტინი RS-28 „სარმატი“ შექმნილია საბჭოთა საკონტინენტთაშორისო რაკეტა „ვოევოდის“ ჩასანაცვლებლად. როგორც ამტკიცებენ, რაკეტას აქვს 18 ათას კილომეტრამდე ფრენის რადიუსი და შეუძლია 10-15 ბირთვული საბრძოლო თავი გადაიტანოს. თავდაცვის სამინისტრომ პირველი წარმატებული გამოცდის შესახებ გასული წლის აპრილში გამოაცხადა. შემდგომში დაიწყო რაკეტების სერიული წარმოება. მონაცემები იმის შესახებ, თუ რამდენი რაკეტა დამზადდა და რამდენია აყვანილი საბრძოლო მორიგეობაზე, გასაიდუმლოებულია. ...