ისრაელის პრეზიდენტმა ისააკ ჰერცოგმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა არ მონაწილეობდა ლიბანში პეიჯერებისა და სხვა საკომუნიკაციო მოწყობილობების აფეთქების ოპერაციაში. ლიბანური ჰეზბოლა, რომელიც აღიარებულია როგორც ტერორისტული ჯგუფი შეერთებულ შტატებსა და რამდენიმე სხვა ქვეყანაში, აფეთქებებში ისრაელს ადანაშაულებდა. ისრაელის კვალს ხედავდა აფეთქებებში რამდენიმე დასავლური მედიაც. "მე ამთავითვე უარვყოფ ნებისმიერ ოპერაციაში რაიმე მონაწილეობას", - განაცხადა ჰერცოგმა Sky News-თან ინტერვიუში. მისი თქმით, ისრაელს არ სწადია ლიბანთან ომი. "მაგრამ ლიბანი გახდა ტერორისტული ორგანიზაციისა და შეთავსებით პოლიტიკური პარტია ჰეზბოლას მძევალი", - დასძინა ისრაელის პრეზიდენტმა. ისააკ ჰერცოგმა მიანიშნა, რომ აფეთქება შეეძლო განეხორციელებინა რომელიმე მტერს, რომელიც ჰეზბოლას არაერთი ჰყავს თავად ლიბანის შიგნით. „ჰეზბოლა ახრჩობს ლიბანს, ანგრევს ლიბანს, განუწყვეტლად ქმნის ქაოსს“, - აღნიშნა ისრაელის პრეზიდენტმა. ამ კვირის დასაწყისში ლიბანში მოხდა პეიჯერებისა და სხვადასხვა სახის პორტატიული საკომუნიკაციო საშუალებების აფეთქებები, რომლებსაც ჰეზბოლას წევრები ოპერატიული კავშირგაბმულობისთვის იყენებდნენ. აფეთქებების შედეგად რამდენიმე ათეული ადამიანი დაიღუპა და დაახლოებით სამი ათასი დაშავდა. ასევე ნახეთ პეიჯერებით თავდასხმა - ესკალაციის ახალი ფაზა ჰეზბოლასა და ისრაელს შორის ...