რადიო თავისუფლების რუსული სამსახურის ცნობით, ამის შესახებ დასახლების ხელმძღვანელმა ფედორ კადოვბამ გამოცემა 1.ru-ს განუცხადა. მისი თქმით, მალიშევი ჭრილობის გამო წლის დასაწყისში ერთხელ უკვე დაბრუნდა, მაგრამ შემდეგ კვლავ წავიდა ომში. როგორც დასახლების თავკაცი ამტკიცებს, პირად საუბარში მალიშევმა მას უთხრა, რომ მალე კვლავ აპირებს ფრონტზე გამგზავრებას. 2015 წელს მალიშევს 25 წლით პატიმრობა მიესაჯა კანიბალიზმის, ორი ადამიანის უკიდურესი სისასტიკით მკვლელობის, ქურდობის, იარაღის უკანონო ვაჭრობის, პოლიციელების მკვლელობის მომზადებისა და ძარცვის მუხლებით. მალიშევი მკაცრი რეჟიმის კოლონიაში 2040 წლამდე უნდა დარჩენილიყო, თუმცა 2024 წლის მაისში გავრცელდა ფოტო, რომელზეც იგი უკრაინაშია გადაღებული ცნობილ მსჯავრდადებულ, ალექსანდრ მასლენნიკოვთან ერთად. ვოლგის რეგიონის მცხოვრები მასლენნიკოვი 2017 წელს გაასამართლეს და 23 წლით პატიმრობა მიუსაჯეს ორი გოგოს მოკვლისა და მათი სხეულების დანაწევრებისთვის. მალიშევმა და მასლენნიკოვმა 2023 წლის ოქტომბერში ერთად მოაწერეს ხელი კონტრაქტს თავდაცვის სამინისტროსთან და ორივე საომრად გაემგზავრა უკრაინაში დანაყოფ Storm Z-ის შემადგენლობაში, რომელიც ძირითადად სწორედ ყოფილი პატიმრებისგან არის დაკომპლექტებული. რუსეთმა უკრაინაში საომრად "შტორმის" სახელწოდების რამდენიმე ქვედანაყოფი შექმნა. ასე მაგალითად, „შტორმ Z-ის" მებრძოლებმა რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან კონტრაქტი 2023 წლის სექტემბრამდე გააფორმეს, ხოლო „შტორმ V-ის" მებრძოლების კონტრაქტების მოქმედება 2023 წლის სექტემბრიდან დაიწყო. არსებობს კიდევ "შტორმი გლადიატორი", რომელიც ყოფილი მსჯავრდადებული პოლიციელებისგან შედგება. ასევე ნახეთ რას წარმოადგენს რუსეთის ნახევრად გასაიდუმლოებული დანაყოფი "შტორმი გლადიატორი"? პუტინის (შეწყალებული) კანიბალები რუსეთის არმიაში „ვაგნერის“ ინდულგენცია მკვლელების და რეციდივისტებისათვის “უპირატესობას მკვლელებს ანიჭებენ” - უკრაინასთან ომში რუსეთი პატიმრებს აგზავნის რუსეთის ხელისუფლება და ეკლესია პატიმრების იმედად? ...