უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ნიუ-იორკში ჩავიდა. სავარაუდოდ, ის მომავალ კვირას გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომაზე გამოვა სიტყვით. 26 სექტემბერს უკრაინის ლიდერი თეთრ სახლში აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს შეხვდება. ბაიდენთან შეხვედრაზე უკრაინის პრეზიდენტი, როგორც ადრე განაცხადა, აშშ-ის პრეზიდენტს ე.წ. გამარჯვების გეგმას წარუდგენს. საუბარია რუსეთთან დაპირისპირების სტრატეგიულ გეგმასა და უკრაინის პირობებით მშვიდობის მიღწევაზე. ასევე ნახეთ "გამარჯვების გეგმით" ზელენსკი "სამართლიანი მშვიდობის" მიღწევას აპირებს "უკრაინის გამარჯვების გეგმას" ზელენსკი ასევე აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატებს, კამალა ჰარისსა და დონალდ ტრამპს გააცნობს. ასევე დაგეგმილია ზელენსკის შეხვედრა კონგრესის ხელმძღვანელობასთან, ასევე რიგი ქვეყნებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ლიდერებთან. მიმდინარე კვირის ბოლოს უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ "უკრაინის გამარჯვების გეგმა" ყველა ქვეყნისთვის იქნება ხელმისაწვდომი და ის უნდა ნახოს რუსეთმა, რომელიც ასევე უნდა იყოს წარმოდგენილი მშვიდობის მეორე სამიტზე. რუსეთი არ მიიღებს მონაწილეობას სამშვიდობო სამიტში, რომლის ორგანიზებასაც უკრაინა წლის ბოლომდე გეგმავს. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა. მან სამიტს "ანგლოსაქსებისა და მათი უკრაინელი მარიონეტების თაღლითობის კიდევ ერთი გამოვლინება“ უწოდა. ასევე ნახეთ მოსკოვი მონაწილეობას არ მიიღებს უკრაინის სამშვიდობო სამიტში ...