ზურაბიშვილის თქმით, ის უნდა შედგებოდეს პროფესიონალებისგან და არა პარტიების მიერ დანიშნული პოლიტიკოსებისგან. "ეს არის სამოქმედო გეგმა, ტექნიკური მთავრობა თუ პროფესიონალების მთავრობა, რომელიც უნდა შეიქმნას პოლიტიკურ პარტიებთან კონსულტაციებით, მაგრამ არა მათ მიერ დანიშნული პოლიტიკოსებისგან. ამ დღეებშიც და წინა პერიოდშიც ყველაფერმა გვაჩვენა, რომ თუ ეს არა, მერე იქნება „ჩემი პრემიერი, შენი პრემიერი“, „ჩემი მინისტრი“, „ჩემი წონა უფრო დიდია, შენი წონა ნაკლები", - თქვა პრეზიდენტმა. მან ბრიფინგზე ევროპულ გამოცდილებაზეც ისაუბრა და თქვა, რომ "ყველას მიერ აღიარებული პროფესიონალებით" მთავრობის დაკომპლექტება დეპოლარიზაციაა. "დემოკრატიაში ჩვენზე ბევრად გამოცდილი ქვეყანაა საფრანგეთი, სადაც ზუსტად ეს შეცდომაა ახლა დაშვებული, რომ ცდილობენ პოლიტიკურ-კოალიციური მთავრობა შექმნან, სადაც ძალიან დიდი დაპირისპირებული და პოლარიზებული ძალებია. ეს არის [კრიზისის] დაძლევის ერთადერთი საშუალება და ეს არის მოდელი, რომელიც ასევე არსებობს ევროპაში. იტალიამ გვაჩვენა, საბერძნეთმა გვაჩვენა, რომ კრიზისის დროს და მოკლე ვადით საჭიროა, რომ მოვიდნენ ადამიანები, რომლებიც არიან პროფესიონალები, ყველას მიერ აღიარებულები. ეს თავისთავად დეპოლარიზაციაა იმიტომ, რომ ასეთი ადამიანები არ იყვნენ ჩართული პოლიტიკურ ჭიდაობაში, ბრძოლებში, არ აქვთ პოლიტიკური წარსული და არ უნდათ პოლიტიკური მომავალი. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც მზად არიან, რომ ემსახურონ ქვეყანას მოკლე ვადით, ერთი წლით", - აღნიშნა პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა. 23 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ პრეზიდენტის ინიციირებულ "ქართულ ქარტიას" ხელი მოაწერა პარტიის, “გახარია საქართველოსთვის” ლიდერმა გიორგია გახარიამ. ასევე ნახეთ გიორგი გახარიამ “ქართულ ქარტიას” ხელი მოაწერა ხელმოწერამდე პარტიაში აცხადებდნენ, რომ იღებდნენ იმ რეფორმების გატარების პოლიტიკურ ვალდებულებას, რომლებიც ქარტიის შემადგენელი ნაწილია. სალომე ზურაბიშვილმა თავისი ინიციირებული „ქართული ქარტია“ 26 მაისს წარადგინა. ის ითვალისწინებს რეფორმების გატარებას ათზე მეტ სფეროში. მასზე ხელმომწერი პარტიები პასუხისმგებლობას იღებენ, რომ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, "ქარტიის" პირობებს შეასრულებენ. სალომე ზურაბიშვილის განმარტებით, „ქართულ ქარტიაში“ ასახულია საზოგადოების დაკვეთა და მოთხოვნა. "ქართულ ქარტიაზე" ხელმომწერები იღებენ ვალდებულებას, რომ შეასრულებენ "ამ ქარტიაში ჩაწერილ პირობებს პირველივე საგაზაფხულო სესიის დასრულებამდე და შესრულებისთანავე ჩატარდება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები თავისუფალ და სამართლიან პირობებში. ასევე, დებენ პირობას, რომ მთავრობა, რომელიც ამ სამოქმედო გეგმის აღსრულებაზე იქნება...