თეთრმა სახლმა უკან გაიწვია საქართველოს პრემიერ-მინისტრისადმი გაგზავნილი მოსაწვევი გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში აშშ-ის პრეზიდენტის სახელით ორგანიზებულ ყოველწლიურ მიღებაზე, რომელზეც მსოფლიოს ლიდერები არიან დაპატიჟებული. მიღება ჯო და ჯილ ბაიდენების სახელით დღეს, 25 სექტემბერს, გაიმართება. საქართველოს პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციამ მიწვევის გაუქმება რადიო თავისუფლებას დაუდასტურა. თუმცა საკითხს ჯერჯერობით არ გამოხმაურებია თავად ირაკლი კობახიძე. „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრმა და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა მოსაწვევის გაუქმებას "არასერიოზული" უწოდა. „ვიკითხე, მართლაც ასე მომხდარა. არასერიოზულია, რაზე უნდა ვისაუბროთ საერთოდ. თავისივე გაგზავნილი მოწვევა მეორე დღეს უკან გაიწვიეს. ასეთი ქცევა არასერიოზულია. უპირველესად, ეს არის ამერიკის და ამერიკელი ხალხის შეურაცხყოფა, რაც ამ ქცევით ვიხილეთ ადმინისტრაციის მხრიდან", - თქვა შალვა პაპუაშვილმა და დაამატა, რომ "ესეც, სამწუხაროდ, ერთ-ერთი გამოვლინებაა ქვეყნის შიდა პოლიტიკაში ჩარევის", რომ "რაღაცნაირად უბიძგოს ოპოზიციას, სალაპარაკო თემა მისცეს". ასევე ნახეთ ბაიდენის მიღებაზე კობახიძის მიწვევა გაუქმებულია - „ამერიკის ხმა“ ამასთან, პაპუაშვილის თქმით, ამერიკის ადმინისტრაცია საქართველოს წლებია, სტრატეგიულ პარტნიორს უწოდებს და შეეძლოთ, “სტუმარ-მასპინძლობა მაინც ესწავლათ ქართველი ხალხისგან". "სულ მცირე, ეს შეეძლოთ, წაეღოთ ქართველი ხალხისგან. როგორც ჩანს, ეს სათანადოდ ვერ გავუზიარეთ“, - თქვა პაპუაშვილმა. აშშ-ის საელჩომ რადიო თავისუფლებას დაუდასტურა მოსაწვევისა და ორმხრივი შეხვედრების გაუქმება და მიზეზებიც დაასახელა. "ბაიდენის ადმინისტრაციამ გააუქმა პრემიერ-მინისტრ კობახიძის მიწვევა გაეროს გენერალური ასამბლეის ყოველწლიურ მიღებაზე და უარი თქვა ქართულ დელეგაციასთან შეხვედრაზე საქართველოს მთავრობის ანტიდემოკრატიული ქმედებების, დეზინფორმაციისა და ნეგატიური რიტორიკის გამო აშშ-სა და დასავლეთის მიმართ“, - წერია განცხადებაში, რომელიც აშშ-ის საელჩომ რადიო თავისუფლებას შეკითხვის პასუხად გამოუგზავნა. ასევე ნახეთ აშშ-ის საელჩომ ბაიდენის მიღებაზე კობახიძის მოსაწვევის გაუქმების მიზეზი დაასახელა "ქართული ოცნების" აღმასრულებელ მდივან მამუკა მდინარაძეს "შედეგიან და გონივრულ სვლად" არ მიაჩნია „ქვეყნის პრემიერის, რომლის 20% რუსეთს აქვს ოკუპირებული, სპეციალურად მიწვევა ამ მიწვევის გაუქმებისთვის". მდინარაძე მოელის, რომ საკითხს გაგრძელებაც ექნება. "სთხოვა ვინმემ? არა! უბრალოდ არდაპატიჟების მიზნით დაპატიჟეს ხავსად ქცეული, ახალი მაშველი რგოლი წყალწაღებული ოპოზიციისთვის! ზუსტად ამას ვამბობდით წინა დღეებ...