წინასაარჩევნო ღონისძიებაზე მათ ამომრჩეველს პროგრამა წარუდგინეს, რომელიც სოციალურ ეკონომიკურ, დემოკრატია და კანონის უზენაესობის,საგარეო და უსაფრთხოების, მშვიდობის პოლიტიკის მიმართულებებს მოიცავს. 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ყოფილი პრემიერის საარჩევნო პროგრამა ასე გამოიყურება: "კანონით დადგინდება მინიმალური ხელფასი 950 ლარი თვეში; დროებით უმუშევრად დარჩენილი პირი 6 თვის განმავლობაში ხელფასის 60%-ს მიიღებს; სოციალურად დაუცველების, ქალებისა და ახალგაზრდების დასაქმების მხარდაჭერისთვის ყოველწლიურად 300 მილიონი ლარი დაიხარჯება; სახელმწიფო დასაქმებულ ახალგაზრდებს დამატებით 950 ლარს გადაუხდის; ავამოქმედებთ ჩვენს დაწყებულ, ახლა კი გაჩერებულ პროექტს, უფასო კვება საჯარო სკოლებში; რეგიონებში გავზრდით პროფესიულ სასწავლებლებზე ხელმისაწვდომობას; ავაშენებთ საერთო სტუდენტუ საცხოვრებლებს დიდი სახელმწიფო უნივერსიტეტებისთვის; პენსია პირველ წელს 200 ლარით გაიზრდება, ყოველ მომდევნო წელს 100 ალრით; სოციალურად დაუცველი ოჯახის საარსებო შემწეობა პირველ წელს 200 ლარით, ყოველ მომდევნო წელს 100 ლარით გაიზრდება; სოფლებსა და მაღალმთიან დასახლებებში ოჯახში მესამე და ყოველი მომდევნო ბავშვი სასკოლო ასაკამდე ყოველთვიურად მიიღებს 500 ლარს; დევნილებისთვის სოციალურ გასაცემელს გავზრდით 150 ლარამდე; 2028 წელს საქართველოს ყველა სოფელი უზრუნველყოფილი იქნება გაზით, სასმელი წყლითა და სწრაფი ინტერნეტით; შევქმნით გამართულ სამაშველო სისტემას, როგორც თანამედროვე ტექნოლოგიებით, ასევე პროფესიონალი მაშველებით; გაფართოვდება თბილისის მეტრო, დაემატება 15 ახალი მეტროსადგური დიდი დიღმის, გლდანის, ლილოს დასახლებისა და საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით; რუსთავი თბილისს დაუკავშირდება მიწისზედა მეტროს საშუალებით; თბილისში მტკვრის სანაპიროზე აშენდება 4 ახალი ხიდი; აშენდება ავტობანი ენგურამდე; ინფლაცია გაკონტროლდება არამხოლოდ საპროცენტო განაკვეთებით, არამედ, სხვა საშუალებებით, რაც შეამცირებს საბანკო სესხების პროცენტს. მონოპოლიებთან ბრძოლით შემცირდება ხელოვნურად გაბერილი ფასები მედიკამენტებზე, სამედიცინო და საყოფაცხოვრებო პროდუქტებზე; განვითარების ბანკი შექმნის მეწარმეობის გრძელვადიანი დაბალპროცენტიანი ფულით დაფინანსების შესაძლებლობას; ექსპორტის დაკრედიტების სააგენტო უზრუნველყოფს პროდუქციის ექსპორტის ხელშეწყობას ევროკავშირის ბაზარზე; სუბსიდირებული იმპორტისაგან სოფლის მეურნეობის დასაცავად გამოვიყენებთ საერთაშორისო კანონმდებლობით დაშვებულ საგადასახადო და სხვა სატარიფო მექანიზმებს; სოფლის მეურნეობის ეტქნოლოგიებში განხორციელებულ ინვესტიციაზე მწარმოებელი სახელმწიფოსგან მიირებს გრანტს ინვესტიციის 100%-ის ოდენობით; განხორციელდება ჭიათურის, ზესტაფონის, ტყიბულისა და რუსთავის საწარმოების დროებითი რენაციონალიზ...